სებასტიან ფეტელისთვის საკმარისი იქნება ერთ რბოლაში მეორე ადგილის დაკავება, დანარჩენებში კი მინიმუმ მესამე ადგილი და ამ შემთხვევაში, ის გაინაღდებს ჩემპიონის ტიტულს, იმის მიუხედავად, რა შედეგებს აჩვენებს ალონსო. ჩემპიონატში ვადაზე ადრე გამარჯვებისთვის გერმანელს ექვსიდან სამი რბოლის მოგება სჭირდება.
ფერნანდო ალონსოს სჭირდება ყველა რბოლაში გამარჯვება
თუ ლუის ჰემილტონი ყველა დარჩენილ ეტაპს მოიგებს, მაშინ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის მას დასჭირდება ფეტელის ორი ფინიში მეხუთე ადგილზე ან ქვემოთ და ოთხი - მეექვსე ადგილი ან ქვემოთ. ამ შემთხვევაში ფერნანდო ალონსოს შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს.
მსგავსი სიტუაციაა კიმი რაიკონენთან დაკავშირებით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ ფეტელი ორჯერ მეხუთე იქნება და ოთხჯერ მეექვსე, ქულებისა და მოგებების თანაბარი რაოდენობისას კიმი ჩემპიონი გახდება უფრო მეტი რაოდენობის მეორე ადგილების მიხედვით (5:1).
მიზერული შანსი აქვს მარკ უებერს - მან სჭირდება ყველა დარჩენილი რბოლის მოგება, ამასთან, ფეტელი ოთხ რბოლაში არ უნდა ავიდეს მეექვსე ადგილზე მაღლა და ორში - მეშვიდეზე მაღლა. ალონსო მხოლოდ ერთხელ უნდა მივიდეს ფინიშთან მეორე ადგილზე და დარჩენილ ხუთ რბოლაში - მესამე (ან უფრო დაბლა) ადგილზე. ამ სიტუაციაში რაიკონენისა და ჰემილტონის შედეგებს მნიშვნელობა არ ექნება.
კიდევ უფრო მცირე შანსი გააჩნია ნიკო როსბერგს - მასაც სჭირდება ექვსივე რბოლაში გამარჯვება. პარალელურად, ფეტელი ოთხ რბოლაში უნდა გავიდეს მერვე ან უფრო დაბალ ადგილზე და ორჯერ - მეცხრეზე. ალონსოს შეუძლია ორჯერ მივიდეს ფინიშზე მესამე ადგილზე, ოთხ რბოლაში - მაქსიმუმ მეოთხეზე. ჰემილტონი, რაიკონენი და უებერი ნიკოს ვერ დაეწევიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
არის ფორმულა 1-ის დამტკიცებული კალენდარი