არის ფორმულა 1-ის დამტკიცებული კალენდარი

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა.

საგაისო განრიგი 22 ეტაპს მოიცავს, აქედან სამი რბოლა დამატებით უნდა დადასტურდეს - კორეაში, ნიუ ჯერსისა და მექსიკაში. წინასწარ ვერსიასთან შედარებით, შეიცვალა რამდენიმე რბოლის თარიღი, მაგალითად, რუსეთის სადებიუტო გრანპრი სოჭში 5 ოქტომბერს გაიმართება.

2104 წლის კალენდარი
16 მარტი ავსტრალია
30 მარტი მალაიზია
6 აპრილი ბაჰრეინი
20 აპრილი ჩინეთი
27 აპრილი კორეა
11 მაისი ესპანეთი
25 მაისი მონაკო
1 ივნისი ამერიკა
8 ივნისი კანადა
22 ივნისი ავსტრია
6 ივლისი ბრიტანეთი
20 ივლისი გერმანია
27 ივლისი უნგრეთი
24 აგვისტო ბელგია
7 სექტემბერი იტალია
21 სექტემბერი სინგაპური
5 ოქტომბერი რუსეთი
12 ოქტომბერი იაპონია
26 ოქტომბერი აბუ დაბი
9 ნოემბერი აშშ
16 ნოემბერი მექსიკა
30 ნოემბერი ბრაზილია

ბარიკელო ისევ დიდ ცირკში?
არ არის გამორიცხული, 2014 წლის სეზონში ფორმულა 1-ში კვლავ ვიხილოთ ბრაზილიელი ვეტერანი რუბენს ბარიკელო, რომელიც "დიდი ცირკის" აბსოლუტური რეკორდსმენია ჩატარებული ეტაპების რაოდენობით.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე წყარომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ "ზაუბერის" პილოტის ნიკო ჰიულკენბერგის "მაკლარენში" ან "ლოტუსში" გადასვლა დაადასტურა, ევროპულმა პრესამ დაიწყო მსჯელობა "ზაუბერის" მომავალი შემადგენლობის შესახებ.

შვეიცარიული საჯინიბოს ხელმძღვანელობამ ერთხელ არაოფიციალურად განაცხადა, რომ 2014 წელს, ერთ-ერთი საპრიზო პილოტის სტატუსი რუს სერგეი სიროტკინს ერგება. სავარაუდოდ, მისი მეწყვილე ესტებან გუტიერესი არ იქნება, რადგან "ზაუბერის" ბოსებს სურთ, რომ სიროტკინს უფრო გამოცდილი თანაგუნდელი ჰყავდეს და არა წლევანდელი დებიუტანტი გუტიერესი.

როგორც იტყობინებიან, "ზაუბერის" შეფობა კონტაქტზე გავიდა 41 წლის ბრაზილიელ რუბენს ბარიკელოსთან, რომელმაც ფორმულა 1-ში კარიერა 2011 წელს დაასრულა. ვეტერანთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და როგორც ამბობენ, ბრაზილიელი თანახმაა მიიღოს "ზაუბერის" წინადადება და დაბრუნდეს ფორმულა 1-ში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიუ ჯერსის გრანპრი მაინც არ იქნება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული