"ფერარიმ" სეზონი დამაჯერებლად დაიწყო, ალონსომ მოიგო პირველი ხუთი რბოლიდან ორი, მაგრამ 2012 წლის საბურავებზე გადასვლის შემდეგ "რედ ბულმა" დომინირება დაიწყო, ფეტელმა ზედიზედ შვიდ რბოლაში იმარჯვა და მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
"როგორც კი "პირელიმ" საბურავების შეცვლა გადაწყვიტა, ჩვენ გამოვეთხოვეთ ტიტულს, - ამბობს "ეკიპისთვის" მიცემულ ინტერვიუში ალონსო. - სეზონი
"პირელის" ხელმძღვანელი მარკო ტრონკეტი უარყოფს კავშირს "ფერარის" ჩავარდნასა და საბურავების შეცვლას შორის.
"საქმე საბურავებში არ არის, - აღნიშნა მან. - ალონსომ ვერ შეძლო გამარჯვება ბევრი მიზეზის გამო. თუ "ფერარიმ" ვერ მოახერხა თავისი შესაძლებლობების სწორად გამოყენება, ეს ჩვენი ბრალი არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია და ყველა სტანდარტს ვინარჩუნებთ".
კიმი "ზაუბერზე" გადაჯდება?
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა მიკა სალომ, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ ტელეარხზე ექსპერტად მუშაობს, აღნიშნა, რომ კვლავაც არეულია სიტუაცია "ლოტუსის" პილოტ კიმი რაიკონენთან დაკავშირებით. ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდმა სრულად დაფარა ფინელის დავალიანება და სეზონის დარჩენილ ორ რბოლას რაიკონენი "ლოტუსის" მანქანით ჩაატარებს. თუმცა, სალოს აზრით, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
"სინამდვილეში, ორ დარჩენილ რბოლაში რაიკონენის მონაწილეობის საკითხი ღიად არის დარჩენილი, - მოჰყავს სალოს სიტყვები MTV3-ს. - ალბათ, ეს არის ყველაზე განხილვადი თემა ბოლო დროს. გარდა ამისა, დადის ჭორები იმის თაობაზე, რომ კიმი ბოლო ორ ეტაპზე შეიძლება "ზაუბერის" ბოლიდის საჭესთან ვიხილოთ. საქმე ისაა, რომ ნიკო ჰიულკენბერგი, ფაქტობრივად, მოელაპარაკა "ლოტუსს", ხოლო რაიკონენთან დაკავშირებული სიტუაციის პიკანტურობიდან გამომდინარე, გუნდებმა, შესაძლოა, პილოტები გაცვალონ. თუმცა ეს მხოლოდ ჭორია და მეტი არაფერი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მაკლარენში" მაგნუსენი მივა?