"ბარგი უკვე ჩავალაგე და ოსტინში მივემგზავრები. მართალია, ზურგის არეში ტკივილს ისევ ვგრძნობ, მაგრამ ტრასაზე აუცილებლად გავალ და გუნდს დავეხმარები. როგორც ყოველთვის, ვეცდები, 100 პროცენტით წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები", - დაწერა თავის "ტვიტერზე" ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ "ფერარი" კონსტრუქტორთა თასის ჩათვლაში მეორე ადგილისთვის ებრძვის "ლოტუსსა" და "მერსედესს".
კუბიცა: დაბრუნება შეუძლებელია
"ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ ამას წინათ განაცხადა, რომ
"ალბათ, შევძლებ ფორმულა 1-ის მანქანის პილოტირებას ტესტებზე, მაგრამ ამაში აზრს ვერ ვხედავ, რადგან არ შემიძლია რბოლებში მონაწილეობა. სტეფანო დომენიკალიმ თავისი აზრი გამოთქვა, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ შეზღუდული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში. ვოცნებობ ფორმულა 1-ში დაბრუნებაზე, ეს ჩემი მიზანია, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს ძალიან რთულია, მე ვიტყოდი, თითქმის შეუძლებელი", - ამბობს პოლონელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"