13 ნოემბერს ფინური ტელეარხი MTV3 უფრო შორს წავიდა და გამოაცხადა, რომ "ლოტუსის" ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და სეზონის დარჩენილ ორ რბოლაში - ოსტინსა და სან პაულუში E21-ის ბოლიდის საჭესთან სწორედ კოვალაინენს ვიხილავთ.
ჰეიკიმ ფორმულა 1-ში
* * *
ამასობაში "ლოტუსი" კიმი რაიკონენის შემცვლელს 2014 წლის სეზონისთვისაც ეძებს. როგორც ფინური პრესა წერს, დღეისთვის ოთხი კანდიდატი არსებობს: ნიკო ჰიულკენბერგი, პასტორ მალდონადო და კიდევ ორი პილოტი, რომელთა გვარებს არ ასახელებენ.
გუნდის თანამფლობელის, ჟერარ ლოპესის თქმით, ახალი პილოტის არჩევისას, პირველ რიგში, იხელმძღვანელებენ ავტომრბოლელის ნიჭითა და შესაძლებლობებით და არა სასპონსორო მხარდაჭერით. ლოპესი ამბობს, რომ გუნდმა უკვე მოაგვარა ფინანსური საკითხები და შეუძლია საკუთარ თავს უფლება მისცეს და "ღარიბი" პილოტი აირჩიოს.
ბერნი მაროკოს აბრუნებს
ფორმულა 1-ის გენერალური პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მაროკოს მეფეს - მუჰამედ VI-ს შეხვდა და "დიდი ცირკის" კალენდარში მაროკოს გრანპრის დაბრუნების შესაძლებლობა განიხილა.
იუწყებიან, რომ შეხვედრის მთავარი შედეგი გახდა წინასწარი კონტრაქტის გაფორმება, რომლის ღირებულებაა 600 მილიონი დოლარი. ვარაუდობენ, რომ მაროკოს გრანპრი უკვე მომავალ წელს მოხვდება კალენდარში.
აღვნიშნავთ, რომ აქამდე მაროკოში ფორმულა 1-ის რბოლა მხოლოდ ერთხელ - 1958 წელს, ქალაქ კასაბლანკაში ჩატარდა.
ნიურბუგრინგს 100 მილიონად იყიდიან
გერმანულმა ავტოდრომმა "ნიურბუგრინგმა", შესაძლოა, თავიდან აიცილოს გაკოტრება, - წერს გამოცემა "მოტორსპორტი". გერმანიის საავტომობილო კლუბმა (ADAC) ავტოდრომის შეძენის მზადყოფნა გამოთქვა. გარიგების საორიენტაციო თანხად 100 მილიონი ევრო სახელდება. ამ მომენტისთვის, მხარეები ახლოს არიან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან.
სავარაუდოდ, "ნიურბუგრინგის" გაყიდვის შესახებ 2014 წლის დასაწყისში გამოაცხადებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფერნანდო ალონსოს აშშ-ში ვნახავთ