როგორც ირკვევა, სუტილმა და "ზაუბერმა" მომავალ თანამშრომლობაზე ზეპირ შეთანხმებას ჯერ კიდევ 2013 წელს, სინგაპურის გრანპრის დროს მიაღწიეს.
"მოხარული ვარ, რომ შევძელით მოლაპარაკება. ახლა, შემიძლია მშვიდად შევხვდე შობას და შემდეგ დავიწყო მზადება 2014 წლის სეზონისთვის. "ფორს ინდიაში" გატარებული ექვსი წლის შემდეგ, ამ გუნდზე მხოლოდ კარგი მოგონებები დამრჩა, მაგრამ, ახლა, ახალი გამოწვევის დრო მოვიდა. "ზაუბერთან" ერთად წარმატებულ მომავალს
"ზაუბერი" ტრადიციული და წარმატებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ბაზა გააჩნია. მე ამ საჯინიბოთი ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. მადლობა მას ამ ნდობისთვის", - განაცხადა სუტილმა Motorsport-Total-თან კომენტარში.
"ზაუბერი" უახლოეს მომავალში გეგმავს მეორე საპრიზო პილოტის დასახელებას.
ნანდომ და კიმიმ ნომრები აირჩიეს
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ შემოიღო ახალი წესი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე პილოტებმა უნდა აირჩიონ მუდმივი ნომრები (2-დან 99-მდე), რომლითაც მთელი კარიერის განმავლობაში იასპარეზებენ. ადრე მოქმედი წესის თანახმად, ავტომრბოლებს წინა სეზონში გუნდების მიერ კონსტრუქტორთა თასზე დაკავებული ადგილების მიხედვით ენიჭებოდათ ნომრები.
იტალიური SkySports-ის ინფორმაციით, "ფერარის" პილოტებმა - კიმი რაიკონენმა და ფერნანდო ალონსომ უკვე აირჩიეს საგაისოდ ნომრები. ფინელის არჩევანი "შვიდიანზე" შეჩერდა. ის ამ ნომრით გამოდიოდა წელს "ლოტუსში", გარდა ამისა, სკანდინავიელმა თავისი ერთადერთი ტიტული 2007 წელს მოიგო, ასე რომ, ეს რიცხვი მისთვის სიმბოლურია. რაც შეეხება ალონსოს, მისი არჩევანია - "14".
საბოლოოდ, პილოტების ნომრების შესახებ მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი, როცა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია გამოაქვეყნებს ჩემპიონატის მონაწილეთა ოფიციალურ სიას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფორმულა 1-ის წესები შეიცვალა