"ლოტუსს" ხერესში ვერ ვნახავთ

AutoSharing Option
ფრანგულ-მალაიზიური საჯინიბო "ლოტუსი" გამოტოვებს ფორმულა 1-ის პირველ წინასასეზონო ტესტებს, რომელიც ესპანეთის ქალაქ ხერესში გაიმართება. გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ახალი ბოლიდი - E22 ვერ შეძლებს სხვა ავტომობილებთან ერთად 28 იანვარს ტრასაზე გასვლას.

"ლოტუსის" ტექნიკური დირექტორი ნიკ ჩესტერი ამბობს, რომ ბოლიდი მზად იქნება ხერესის ტესტების დასრულების შემდეგ და მას ტრასაზე ბაჰრეინის ტესტების დროს ვიხილავთ, რომლის სტარტი 19 თებერვლისთვის არის დანიშნული.

"ჩვენ სხვებზე გვიან მოვაწყობთ ახალი მანქანის პრეზენტაციას, - განაცხადა მან. გადავწყვიტეთ, რომ ხერესში ტესტებზე მონაწილეობა - საუკეთესო სცენარი არ იქნებოდა სეზონისთვის
მზადების პროგრამაში, რომელიც წინასწარ შევადგინეთ".
საწყისი ტესტების გამოტოვებამ, შესაძლოა, ცაიტნოტში ჩააგდოს "ლოტუსი" ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, მაგრამ ჩესტერს ეჭვი არ ეპარება E22-ის მაღალ პოტენციალში.

"ის მონაცემები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, იმედისმიმცემია, განვითარების ტემპი კი მაღალი, - განაცხადა მან. - ამით იმის თქმა მინდა, რომ ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რას აკეთებენ სხვა გუნდები.

2014 - რადიკალურად შეცვლილი წესების პირველი წელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდებს შეუძლიათ თავიანთი მანქანების მზადებისას პრინციპულად განსხვავებული მიდგომა გამოიყენონ".

ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ ხერესის ტესტებზე უარის თქმა, შესაძლოა, იმით იყოს გამოწვეული, რომ "ლოტუსმა" მოულოდნელი ტექნიკური სიახლე მოამზადა, რომლის საიდუმლოდ შენახვა აქვს გადაწყვეტილი გარკვეულ დრომდე.

ხერესის ტესტები 28-31 იანვარს გაიმართება, ბაჰრეინის - 19-22 თებერვალს. ახალი სეზონი სტარტს 16 მარტს, ავსტრალიაში აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული