ავტომობილის დიზაინის განსაკუთრებული მახასიათებელია "დაბალი ცხვირი", რაც მოსალოდნელი იყო ახალი ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარე. ასევე, უნდა აღინიშნოს გამოსაბოლქვი მილის ახალი მდებარეობა, რომელიც ხელს უშლის უკვე დამწვარი გაზების ხელახალ გამოყენებას.
ახალი მანქანის ფოტო არ შეიცავს რაიმე ინოვაციურ ცვლილებებს გარეგნობაში, ხოლო მის ტექნიკურ უპირატესობაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ლაპარაკი, რაც ხერესში პირველი წინასასეზონო ტესტები დაიწყება.
"ახალი მანქანის
გენეტიკურად, VJM07-ის შასი ეფუძნება ჩვენს შარშანდელ მანქანას, მაგრამ მოგვიწია იგივე გადაწყვეტილებებამდე სხვა გზებით მისვლა. მე სპორტში 1990 წელს მოვედი და რეგლამენტში ასეთი მასშტაბური ცვლილებების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ".
შეიცვალა ავტომობილის შეფერილობა - თეთრი ფერი, რომელიც ადრე დომინირებდა, შავმა ჩაანაცვლა. 2009-13 წლებში მანქანა ყოველთვის თეთრ, ნარინჯისფერ და მწვანე ფერებში იყო გადაწყვეტილი.
ასევე, ახალ ავტომობილზე ვხედავთ გუნდის ახალი სპონსორების ლოგოებს, მაგალითად, სატელეკომუნიკაციო კომპანია Claro-ს, რომელიც ადრე "მაკლარენსა" და "ზაუბერს" ეხმარებოდა. ამ კომპანიის გარიგება ინდურ საჯინიბოსთან "ფორს ინდიაში" მექსიკელი სერხიო პერესის მისვლის დამსახურებაა.
"ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რათა 2014 წლის სეზონი საუკეთესო იყოს გუნდის ისტორიაში", - განაცხადა "ფორს ინდიას" შეფმა ვიჯეი მალიამ.
გუნდების პრეზენტაციების განრიგი:
მაკლარენი - 24 იანვარი
ფერარი - 25 იანვარი
ზაუბერი - 26 იანვარი
ტორო როსო - 27 იანვარი
რედ ბული - 28 იანვარი
მერსედესი - 28 იანვარი
კატერჰემი - 28 იანვარი
წინასასეზონო ტესტების გრაფიკი:
28-31 იანვარი. ესპანეთი
19-22 თებერვალი. ბაჰრეინი
27-2 მარტი. ბაჰრეინი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"