მომავალ სეზონში "ზაუბერის" მანქანით გამოსვლა მოუწევთ გერმანელ ადრიან სუტილსა და მექსიკელ ესტებან გუტიერესს.
გუნდის მთავარი კონსტრუქტორი ერიკ განდელენი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ავტომობილი, რომელიც "ფერარის" ძრავით არის აღჭურვილი, კარგ შედეგებს მოიტანს.
"2014 წელს, წესების რადიკალური ცვლილებების მიზეზით, ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, - განაცხადა მან. - ვიცით, რა შეუძლია ჩვენს ავტომობილს და კმაყოფილები ვართ იმით,
"ტორო როსომ" მოასწრო
27 იანვარსვე თავისი ახალი ბოლიდის რეალური პრეზენტაცია მოაწყო "ტორო როსომ" და მის ქმნილებას - STR9-ს უკვე 28 იანვარს ვნახავთ საქმეში, როცა ესპანეთის ხერესში დაიწყება წინასასეზონო ტესტების პირველი სერია.
მანქანის დიზაინი გუნდის ტექნიკური შეფის, ჯეიმს კის ხელმძღვანელობით არის შექმნილი. ბოლიდის "ცხვირის" ფორმა დაახლოებით იგივეა, რაც "უილიამსის" შემთხვევაში ვიხილეთ.
"ახალი სეზონი ბევრი ასპექტის გამო იქნება საინტერესო, - განაცხადა პრეზენტაციის დროს იტალიური გუნდის ბოსმა ფრანც ტოსტმა. - მე 2014-ს ახალი სტრატეგიებისა და იდეების წელს დავარქმევდი. ადრე არასოდეს გვიმუშავია ახალ მანქანაზე ასე სერიოზულად. ბაზის თანამშრომლები ღამის ორ საათამდე არ ტოვებდნენ შენობას, მაგრამ ყველაფერი მოვასწარით".
დღეს "რენოს" ძრავით აღჭურვილ STR9-ს ტრასაზე გაიყვანს ფრანგი ჟან-ერიკ ვერნი, ოთხშაბათს კი ბოლიდზე იმუშავებს რუსი დებიუტანტი დანიილ კვიატი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"