მიხაელ შუმახერმა თვალები გაახილა

AutoSharing Option
ფრანგმა ექიმებმა, რომლებმაც მიხაელ შუმახერის კომიდან გამოყვანის პროცესი დაიწყეს, განაცხადეს, რომ მრბოლელის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

მათი თქმით, ნევროლოგიური ტესტების დროს გერმანელმა სპორტსმენმა თვალები გაახილა და რამდენჯერმე დაახამხამა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა IOL Mototind-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ის, რომ შუმახერმა თვალები გაახილა, ექიმებმა ყველაზე კარგ ამბად მიიჩნიეს მას შემდეგ, რაც მრბოლელი კომაშია, თუმცა, ამავე დროს, ექიმებმა რაიმე პროგნოზების გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ავტომრბოლელი ერთი თვის წინ, კურორტ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. მას
სამი ოპერაცია გაუკეთდა და აქამდე ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაშია.

ასევე იხილეთ:

L'Équipe: ექიმებმა მიხაელ შუმახერის კომადან გამოყვანა დაიწყეს

მიხაელ შუმახერის მდგომარეობა დაშავებიდან 30 დღის შემდეგ
მიხაელ შუმახერმა თავის ცოლ-შვილს მილიარდი ევრო უანდერძა
მიხაელ შუმახერს სხეულის მარჯვენა ნახევრის დამბლა და ხმის დაკარგვა ემუქრება
მიხაელ შუმახერის ფანები ლუის ჰემილტონის პროვოკაციულმა ფოტოებმა აღაშფოთა
მკითხველის კომენტარები / 11 /
წყარო? იგონებთ? თვალების ხამხამი კი არა, არანაირი ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვთ ექიმებს. არცერთი საინფორმაციო წყარო არ საუბრობს თვალების გახელაზე. უბრალოდ, სედატივების რაოდენობა შეამცირეს, რომ ნელ-ნელა გაიღვიძოს და ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში. წყარო: ყველა ფრანგული გამოცემა. ეხლა თქვენ გვითხარით თქვენი წყარო :)
boloki
15:03 01-02-2014
0
რო კვდება მაშინ შეგიყვარდათ ყველას
fdvgbsev
14:20 01-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული