კიმი რაიკონენს "ფერარი" არ ეთმობა

AutoSharing Option
"ფერარის" პილოტს, კიმი რაიკონენს 2016 წლისთვის იტალიურ გუნდში ადგილის შენარჩუნება აქვს დაგეგმილი. იტალიურმა საჯინიბომ ამას წინათ ყოველგვარი ეჭვი გაფანტა ფინელი პილოტის მომავალზე, როცა დაადასტურა მისი შემადგენლობაში ყოფნა 2015 წლის სეზონისთვის.

"თუ შენ ვერ ახერხებ მოგებას, ასეთი სეზონი უნდა დაივიწყო. ყოველ შემთხვევაში, წელს ბევრი რამ გავიგეთ, რაც მომავალ სეზონში დაგვეხმარება.

თუ მომდევნო წელს კარგი შედეგები მექნება, რატომ არ უნდა დავრჩე "ფერარიში" 2016 წელს?" - განაცხადა რაიკონენმა Auto Motor und Sport-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული