გუშინ ვარჯიშის პირველი დღე იყო. ყველაზე დიდი ყურადღება "მაკლარენმა" მიიპყრო. მან ტრასაზე გარდამავალი შასი გაიყვანა - წლევანდელი მანქანა შეიცვალა იმისთვის, რათა მასში "ჰონდას" ძრავა ჩაეყენებინათ. როგორც იცით, ბრიტანულმა საჯინიბომ დაასრულა "მერსედესთან" თანამშრომლობა და იაპონური კომპანიის ძალისმიერ აგრეგატზე გადავიდა. გუშინ "ჰონდას" ძრავის პირველი გამოცდა იყო რეალურ ტრასაზე.
"მაკლარენის" წარმომადგენლებმა წინასწარ განაცხადეს, რომ სიჩქარეზე არ გაამახვილებდნენ ყურადღებას და ძალისმიერი აგრეგატის სისტემებისა და მანქანის ურთიერთმოქმედებაზე იმუშავებდნენ.
ბრიტანულმა საჯინიბომ
პირველი დღის ოქმს სათავეში ჩაუდგა "უილიამსის" პილოტი ვალტერი ბოტასი. ყველაზე გრძელი დისტანცია ნიკო როსბერგმა გაიარა - 114 წრე.
I დღე
1. ბოტასი (უილიამსი) 1:43.396 (80 წრე)
2. რაიკონენი (ფერარი) +0.492 (80)
3. როსბერგი (მერსედესი) +1.116 (114)
4. პალმერი (ფორს ინდია) +1.120 (36)
5. საინსი (რედ ბული) +1.943 (99)
6. სტივენსი (კატერჰემი) +2.040 (101)
7. პიკი (ლოტუსი) +2.771 (88)
8. ერიქსონი (ზაუბერი) +2.857 (95)
9. ვერსტაპენი (ტორო როსო) +3.798 (55)
10. ვანდორნი (მაკლარენი) დროის გარეშე (3)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"