ფორმულა 1: "დიდ ცირკში" 18-წლამდელები არ დაიშვებიან

AutoSharing Option
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ფორმულა 1-ის სუპერლიცენზიის მიღების ახალი წესი შეიმუშავა. მთავარი სიახლე ის არის, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, "სამეფო რბოლებში" გამოსვლის უფლება არ ექნებათ იმ პილოტებს, რომლებსაც 18 წლისთვის არ მიუღწევიათ.

გარდა ამისა, რბოლებზე არ დაიშვება მრბოლელი, ვისაც ფორმულა 1-ის ბოლიდით 300 კილომეტრზე ნაკლები ექნება გავლილი. და კიდევ, პილოტებს ორი წლის განმავლობაში მონაწილეობა უნდა ჰქონდეთ მიღებული ქვედა სარბოლო სერიის ეტაპების მინიმუმ 80 პროცენტში.

ვარაუდობენ, რომ ასეთი შეზღუდვების დაწესება ფედერაციამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასულ წელს "ტორო როსომ" საპრიზო პილოტად აიყვანა
ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი. 2015 წელს, ფორმულა 1-ში დებიუტის მომენტში ის 17 წლის იქნება.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია შიშობს, რომ ნორჩი პილოტი თავისი გამოუცდელობის გამო, შესაძლოა, არაერთი ავარიის მიზეზი გახდეს. ამასთან, ფედერაციას არ აქვს ფერსტაპენისთვის 2015 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის აკრძალვის უფლება.

15 მარტს, როცა გაიმართება 2015 წლის პირველობის პირველი ეტაპი, ფერსტაპენი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდება. დღეისთვის რეკორდსმენია ესპანელი ხაიმე ალგერსუარი, რომელსაც 2009 წელს "სამეფო რბოლებში" დებიუტი 19 წლისას ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული