"ლოტუსმა" წარმოადგინა ბოლიდ E23-ის გამოსახულება. ამ მანქანით 2015 წლის სეზონში ტრასაზე გავლენ რომენ გროსჟანი და პასტორ მალდონადო.
ახალი მანქანა განსხვავდება შარშანდელისგან, პირველ რიგში, სტანდარტული "ცხვირით", რომელიც, თავის მხრივ, განსხვავებულია იმისგან, რაც რამდენიმე დღის წინ გვიჩვენეს "უილიამსმა" და "ფორს ინდიამ".