ფოტო-NEWS: პირველი პაემანი "უილიამსთან"

AutoSharing Option
ხერესში ტესტების პირველი სერია დასრულდა, მაგრამ "უილიამსი" დარჩა ესპანულ ტრასაზე იმისთვის, რათა დაგეგმილი ფოტოსესია გაემართა.

FW37-ის საჭესთან მუშაობა მიანდეს სიუზი ვოლფს და ეს მისი პირველი ნაცნობობა იყო "უილიამსის" ახალ მანქანასთან. მართალია, ეს მხოლოდ სარეკლამო გადაღება იყო, მაგრამ სიუზი, როგორც გუნდის ოფიციალური ტესტ-პილოტი, საჭირო გამოცდილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის სეზონში ვოლფი სარბოლო უქმეებისას პარასკევის რამდენიმე ოფიციალურ ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული