"რედ ბულის" შეფი: გააჩერეთ "მერსედესი"!

AutoSharing Option
"რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა მოუწოდა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას გამოიყენოს წესების შეცვლის მექანიზმი, რათა შეამციროს "მერსედესის" უპირატესობა.

ჰორნერმა გაახსენა ყველას, რომ ფედერაცია სწორედ ასე მოიქცა "რედ ბულის" დომინირების პერიოდში.

"როცა ვიგებდით, ეს კი არ იყო დიდი უპირატესობა, აკრძალეს ორმაგი დიფუზორები, შასის მოქნილი კონსტრუქცია, გადაიტანეს გამოსაბოლქვი მილები, სეზონის შუაში შეცვალეს ძრავების კარტოგრაფია.

გააკეთეს ყველაფერი და თან "რედ ბულის" შემთხვევა უნიკალური არ არის. ასევე იყო გასულ წლებში "უილიამსთან" და "მაკლარენთან" მიმართებაში. ვფიქრობ, პელოტონის შემჭიდროვება - ჯანმრთელი სიტუაციაა.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას წესებში აქვს
მექანიზმი ძალების გათანაბრებაზე.

"მერსედესს" არაფერს ვართმევთ, მათ ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარეს. შესანიშნავი მანქანა ჰყავთ ფანტასტიკური ძრავით და ორი კარგი პილოტით. პრობლემა იმაშია, რომ სხვაობა ძალიან დიდია და რბოლა სამ დონეზე მიმდინარეობს, რაც არანორმალურია ფორმულა 1-თვის", - ამბობს ჰორნერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გეთანხმები,აზრი აღარ აქვს რბოლების ყურებას ასე თუ გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა
0

სიახლეები პოპულარული