ბერნი ექლსტოუნს ფორმულა 1-ის გაყიდვა უნდა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი მოხარული იქნება, თუ კომპანია CVC-ის საინვესტიციო ჯგუფი "სამეფო რბოლების" კომერციულ უფლებებს მიჰყიდის ენერგეტიკული სასმლის მწარმოებელ კომპანია "რედ ბულს", - წერს უცხოური პრესა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ცნობილი გამოცემები წერენ იმის შესახებ, რომ "რედ ბულისა" და "ტორო როსოს" მფლობელი დიტრიხ მატეშიცი თავისი ორივე საჯინიბოს გაყიდვასა და ამის შემდეგ ფორმულა 1-ის მთავარ აქციონერობას აპირებს.

"ეს იდეა მეც მომწონს და CVC-საც უნდა მოეწონოს. მათი ბიზნესი კომპანიების ყიდვა-გაყიდვაა. ასე რომ, თუ მათ ვინმე კარგი წინადადებით მიმართავს, ეჭვი არ მეპარება,
ისინი ამ გარიგებაზე წავლენ", - განაცხადა ექლსტოუნმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული