იტალიელი ჟურნალისტი ლეო ტურინი ამტკიცებს, რომ იტალიურ საჯინიბოში სერიოზულად განიხილავენ თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მხარე ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ახალი სეზონის პირველ სამ რბოლაში რაიკონენის გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, ის სერიოზულად არის განწყობილი და უარს არ იტყოდა იტალიურ საჯინიბოში კიდევ ერთი წლით დარჩენაზე. კონტრაქტის გაგრძელების შესახებ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გამოაცხადონ, თუმცა, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალი რამდენიმე რბოლის შედეგების მიხედვით მიიღებენ.
ჩინეთში იტალიელი ჟურნალისტების კითხვაზე - დარჩება თუ
იტალიურმა Gazzetta dello Sport-მა სამშაბათს გამოაქვეყნა ფინელი პილოტის საბაზო კონტრაქტის თანხა: წელს კიმი 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული ბონუსები. ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების შემთხვევაში ფინანსური პირობები უცვლელი დარჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"