ფორმულა 1. ბრიტანეთის გრანპრის შემდეგ: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეცხრე ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ გამოაქვეყნა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი...

კვალიფიკაცია
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 46-ე პოული მოიპოვა. ეს იყო ბრიტანელის მესამე პოული სილვერსტოუნში და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ნაიჯელ მენსელს, დეიმონ ჰილსა და ჯიმ კლარკს.

- ჰემილტონმა ზედიზედ მეჩვიდმეტედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან, რითაც გაიმეორა ისტორიაში ხანგრძლივობით მეორე სერია, რომელიც დეიმონ ჰილს (ავსტრალია'95 - იაპონია'96) ეკუთვნის.

- სილვერსტოუნში პოული ზედიზედ მე-20 იყო "მერსედესისთვის". ბოლო ხუთ რბოლაში ამ გუნდის პილოტები სასტარტო ბილიკის პირველ რიგს იკავებდნენ.

- ფელიპე მასას
მესამე სასტარტო პოზიცია საუკეთესო იყო "უილიამსისთვის" საშინაო ტრასაზე 2002 წლის შემდეგ, როცა ხუან-პაბლო მონტოიამ პოულიდან აიღო სტარტი.

- პირველად 2007 წლის შემდეგ, "რედ ბულის" პილოტი ვერ ვიხილეთ სასტარტო ექვსეულში.

- "მაკლარენის" ვერც ერთ პილოტი ვერ მოხვდა 16 უძლიერესს შორის, რაც ისტორიაში გუნდის ყველაზე ცუდი შედეგია ბრიტანეთის გრანპრიზე.

რბოლა
- ლუის ჰემილტონმა კარიერაში 38-ე გამარჯვება მოიპოვა და 79-ედ ავიდა პოდიუმზე. ახლა, მას აირტონ სენაზე ერთით ნაკლები პოდიუმი აქვს.

- ჰემილტონი ზედიზედ 18 რბოლაში იყო ლიდერის რანგში. ეს არის ფორმულა 1-ის ახალი რეკორდი. წინა რეკორდსმენი ჯეკი სტიუარტი გახლდათ, რომელიც 17 რბოლაში მინიმუმ ერთი წრე მაინც იყო პირველ ადგილზე.

- პოულის მოპოვებით, საუკეთესო წრის ჩვენებითა და რბოლის მოგებით, ჰემილტონმა კარიერაში მერვე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამდენივე აქვთ ალენ პროსტსა და სებასტიან ფეტელს.

- ჰემილტონმა მესამე გამარჯვება მოიპოვა სილვერსტოუნში. ამდენივე მოგება აქვთ ამ ტრასაზე ჯიმ კლარკს, ნაიჯელ მენსელსა და მიხაელ შუმახერს. ხუთი მოგებით რეკორდსმენია ალენ პროსტი.

- ჰემილტონმა კარიერაში 24-ე საუკეთესო წრე დააფიქსირა, რითაც საერთო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფ სებასტიან ფეტელსა და ნიკი ლაუდას გაუთანაბრდა.

- ნიკო როსბერგი კარიერაში 35-ედ ავიდა პოდიუმზე. ამდენივე პოდიუმი აქვს მსოფლიოს ჩემპიონებს - ხუან-მანუელ ფანხიოსა და ემერსონ ფიტიპალდის.

- წელს გამართული ცხრა რბოლიდან ექვსჯერ ასეთი პოდიუმი ვიხილეთ: ჰემილტონი-როსბერგი-ფეტელი. პირველად კარიერაში, სებასტიან ფეტელმა ზედიზედ 20 რბოლაში მოიპოვა ქულები.

- ფელიპე მასა ამ სეზონში პირველად ლიდერობდა რბოლას. ბრიტანეთის გრანპრის შემდეგ, ბრაზილიელმა გავლილი დისტანციით (60444 კმ) გაუსწრო იარნო ტრულის და ამ მაჩვენებლით საერთო რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადავიდა.

- ფერნანდო ალონსომ პირველი ქულა მოიპოვა სეზონში, რითაც თავიდან აიცილა ჟაკ ვილნევის სერიის გამეორება. ამ უკანასკნელმა, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ერთ-ერთი სეზონი (1999 წელს) უქულოდ დაასრულა.

- ამ სეზონში პირველად დანიელ რიკარდომ ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა,

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული