"ჰონდა" სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის თავისი ტექნიკური პარტნიორის - "მაკლარენის" მხრიდან. აი, რა განუცხადა გაზეთ "მარკას" ბრიტანული საჯინიბოს სარბოლო დირექტორმა ერიკ ბულიემ.
"მერსედესთან" შედარებით, ჩვენ არ გვყოფნის 120 ცხენის ძალა. ამიტომაც უნდა გაგრძელდეს დაძაბული მუშაობა.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია დროის ყიდვა, მაგრამ რესურსის დამატება შეიძლება. თუ "მერსედესს" ჰყოფნის 450 თანამშრომელი, "ჰონდამ" უნდა მოიზიდოს 700 კაცი, რათა
* * *
ფორმულა 1-ში გამოცხადებული ოთხკვირიანი პაუზის შემდეგ, გაიმართები იტალიის გრან-პრი. ტრადიციულად, "ფერარი" ამ ეტაპს მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის იყენებს. იტალიურ რბოლამდე ჯერ თვეა დარჩენილი, მაგრამ ადგილობრივმა პრესამ უკვე დაიწყო ჭორების გავრცელება.
მაგალითად, ინტერნეტ-გამოცემა Motorionline ვარაუდობს, რომ მონცაზე "ფერარი" გამოაცხადებს კიმი რაიკონენთან კონტრაქტის 2016 წლის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ. როგორც ინფორმაციაში წერია, "სკუდერიაში" ჰარმონიის შენარჩუნება სურთ, ხოლო უნგრეთში კიმის დამაჯერებელმა გამოსვლას, დაარწმუნა "ფერარის" ხელმძღვანელობა ფინელთან თანამშრომლობის მიზანშეწონილობაში.
გარდა ამისა, ჯეიმს ელისონი შეინარჩუნებს ტექნიკური დირექტორის თანამდებობას. ბოლო დროს, იტალიური პრესა აკრიტიკებდა მას არადამაჯერებელი შედეგებისთვის, მაგრამ გუნდში ენდობიან ბრიტანელ ინჟინერს და მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ.
* * *
უნგრეთის გრან-პრი ყველაზე სანახაობრივი გამოვიდა მიმდინარე სეზონში. სტატისტიკის თანახმად, გასულ კვირას, "ჰუნგარორინგზე" დაფიქსირდა 32 წარმატებული გასწრება. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 22 წლის განმავლობაში ამ ტრასაზე ჩატარებულ ეტაპებში (ლაპარაკია მშრალ ტრასაზე გამართულ რბოლებზე). მხოლოდ 1994 წელს იყო უფრო მეტი გასწრება - 34.
2011 და 2014 წლებში, როცა უნგრეთის გრან-პრი წვიმიან ამინდში მიმდინარეობდა, მაყურებელმა 49 გასწრება იხილა.
წლევანდელ ეტაპზე ყველაზე მეტი გასწრება ლუის ჰემილტონს ჰქონდა, რაც არ არის გასაკვირი: ბრიტანელი პირველივე წრეზე მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა და გასწრებებით მოუწია გზის გაკვალვა. სხვათა შორის, მოხდა იშვიათი შემთხვევა: მსოფლიოს ჩემპიონს თავად გაუსწრეს. ეს გააკეთეს "რედ ბულის" პილოტებმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"