სკანდალი ფორმულა 1-ში: რა დროს სროლაა, ლუის!

AutoSharing Option
გერმანული საჯინიბოს "მერსედესის" ხელმძღვანელობამ ბრიტანელ პილოტს ლუის ჰემილტონს სთხოვა - სოციალური ქსელიდან წაეშალა ვიდეო, რომელშიც ის ავტომატს ისვრის.

ვიდეოჩანაწერმა სასროლეთიდან მწვავე კრიტიკის ტალღა დაიმსახურა, რადგან ის გამოქვეყნდა მეორე დღეს იმ ინციდენტიდან, როცა 26 წლის მაროკოელმა მოქალაქემ ამსტერდამიდან საფრანგეთში მიმავარ მატარებელში სროლა აუტეხა მგზავრებს.

"კარგად ვიცნობ ლუისს და მესმის, რომ ის ცუდს არაფერი გულისხმობდა, მაგრამ მაინც ვთხოვე ვიდეოს წაშლა", - განაცხადა "მერსედესის" ერთ-ერთმა შეფმა ნიკი ლაუდამ.

21 აგვისტოს, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა ამსტერდამი-პარიზის მატარებელში. სამმა ადამიანმა მძიმე ჭრილობა მიიღო, რის შემდეგაც,
თავად მგზავრებმა განაიარაღეს დამნაშავე. მას კალაშნიკოვის ავტომატი, პისტოლეტი და დანა აღმოუჩინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული