17:38 24-08-2015
რაც გიწერია - "ინდიკარზე" ავარიის შემდეგ ბრიტანელი პილოტი კომაშია [VIDEO]
AutoSharing Option
რბოლის დროს უილსონს თავში სეიჯ კერამის ბოლიდიდან გატყორცნილი დეტალი მას შემდეგ მოხვდა, რაც ეს უკანასკნელი ტრასის კიდეს შეეჯახა. ჯასტინმა უმალ დაკარგა გონება, მართვადაკარგული მისი მანქანა კი ბარიერს შეასკდა.
უილსონი საავადმყოფოში ოპერატიულად გადაიყვანეს, სადაც ამჟამად კომაში იმყოფება. ექიმები მრბოლელის მდგომარეობას აფასებენ, როგორც კრიტიკულს და დამაიმედებელს ვერაფერს აცხადებენ.
ჯასტინ უილსონი ფორმულა 1-ში 2003 წელს გამოდიოდა. "მინარდისა" და "იაგუარის" გუნდებში მან 16 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ამერიკაში გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.


უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

