ფორმულა 1: რაიკონენის მოკრძალებული რეკორდი

AutoSharing Option
სინგაპურის გრან-პრიზე "ფერარის" პილოტებმა - კიმი რაიკონენმა და სებასტიან ფეტელმა პოდიუმზე დაიკავეს ადგილები. ეს მოხდა მე-13 ცდაზე, მას შემდეგ, რაც, მსოფლიოს ორმა ყოფილმა ჩემპიონმა ერთად დაიწყო გამოსვლა "ფერარიში".

სებასტიანმა კარიერაში მეოთხედ მოიგო სინგაპურის გრან-პრი, კიმისთვის კი ეს მხოლოდ მეორე პოდიუმი იყო იქაურ ტრასაზე. თუმცა ფინელი ერთგვარი რეკორდსმენი გახდა. რაიკონენმა კარიერაში 29-ედ დაიკავა მესამე ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ხშირად გადიოდა მესამე პოზიციაზე. მეორე და მესამე ადგილებს რუბენს ბარიკელო და ფერნანდო ალონსო იყოფენ, რომლებსაც კარიერაში 28
მესამე ადგილი ჰქონდათ.

აი, როგორ გამოიყურება იმ პილოტების რეიტინგი, რომლებიც ყველაზე ხშირად ადიოდნენ პოდიუმზე:

1. მიხაელ შუმახერი - 155 (91, 43, 21)
2. ალენ პროსტი - 106 (51, 35, 20)
3. ფერნანდო ალონსო - 97 (32, 37, 28)
4. ლუის ჰემილტონი - 81 (40, 22, 19)
5. აირტონ სენა - 80 (41, 23, 16)
6. კიმი რაიკონენი - 79 (20, 30, 29)
7. სებასტიან ფეტელი - 75 (42, 16, 17)
8. რუბენს ბარიკელო - 68 (11, 29, 28)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული