სებასტიანმა კარიერაში მეოთხედ მოიგო სინგაპურის გრან-პრი, კიმისთვის კი ეს მხოლოდ მეორე პოდიუმი იყო იქაურ ტრასაზე. თუმცა ფინელი ერთგვარი რეკორდსმენი გახდა. რაიკონენმა კარიერაში 29-ედ დაიკავა მესამე ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ხშირად გადიოდა მესამე პოზიციაზე. მეორე და მესამე ადგილებს რუბენს ბარიკელო და ფერნანდო ალონსო იყოფენ, რომლებსაც კარიერაში 28
აი, როგორ გამოიყურება იმ პილოტების რეიტინგი, რომლებიც ყველაზე ხშირად ადიოდნენ პოდიუმზე:
1. მიხაელ შუმახერი - 155 (91, 43, 21)
2. ალენ პროსტი - 106 (51, 35, 20)
3. ფერნანდო ალონსო - 97 (32, 37, 28)
4. ლუის ჰემილტონი - 81 (40, 22, 19)
5. აირტონ სენა - 80 (41, 23, 16)
6. კიმი რაიკონენი - 79 (20, 30, 29)
7. სებასტიან ფეტელი - 75 (42, 16, 17)
8. რუბენს ბარიკელო - 68 (11, 29, 28)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"