ფორმულა 1. აშშ-ის გრან-პრის წინ: ჩემპიონი ტეხასში გაირკვევა?

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის სეზონი დასკვნით ფაზაში შევიდა. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ოთხი ეტაპია დარჩენილი, თუმცა უკვე უახლოეს რბოლაში შეიძლება გამოვლინდეს ჩემპიონი.

თუ ლუის ჰემილტონი აშშ-ის გრან-პრიზე ცხრა ქულას მოუგებს სებასტიან ფეტელს და ნიკო როსბერგზე ორით მეტ ქულას დააგროვებს, მესამედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი. მაგალითად, ბრიტანელი ტიტულს გაიფორმებს იმ შემთხვევაში, თუ მოიგებს ოსტინის რბოლას, ნიკო მეორე ადგილზე გავა, ხოლო ფეტელი სამეულში შევა.

ჰემილტონმა ბოლო ხუთი გრან-პრიდან ოთხი მოიგო და მხოლოდ მანქანასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა არ მისცა საშუალება სინგაპურის რბოლაში პირველი მისულიყო ფინიშთან. ლუისი ფორმის პიკზე
იმყოფება და უკვე დიდი ხანია არანაირ ზეწოლას არ განიცდის საჩემპიონო ბრძოლაში.

თუმცა მის მეტოქეებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ - ორივე გერმანელი ვა-ბანკზე წასვლისთვის მზად არის. ასე რომ, წინ საინტერესო რბოლა გველოდება.

ოსტინის ტრასა
სიგრძე: 5513 მეტრი
წრეების რიცხვი: 56
რბოლის დისტანცია: 308 კილომეტრი
მოსახვევები: 20 (11 მარცხენა, 9 მარჯვენა)
DRS-ის ზონა: ორი
უგრძესი სწორი მონაკვეთი: 1090 მეტრი
ტრასის რეკორდი: 1:39.347 (ფეტელი, "რედ ბული", 2012)
ყველაზე მეტი მოგება: 5 - მიხაელ შუმახერი

უქმეების განრიგი
23 ოქტომბერი, 19:00 - I პრაქტიკა
23 ოქტომბერი, 23:00 - II პრაქტიკა
24 ოქტომბერი, 19:00 - III პრაქტიკა
24 ოქტომბერი, 22:00 - კვალიფიკაცია
25 ოქტომბერი, 23:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი (მერსედესი) - 302
2. ფეტელი (ფერარი) - 236
2. როსბერგი (მერსედესი) - 229
4. რაიკონენი (ფერარი) - 123
5. ბოტასი (უილიამსი) - 111
6. მასა (უილიამსი) - 109
8. კვიატი (რედ ბული) - 76
7. რიკარდო (რედ ბული) - 73

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული