ლუის ჰემილტონს რესლინგიც გამოსდის

AutoSharing Option
"მერსედესის" ბრიტანელმა პილოტმა ლუის ჰემილტონმა, რომელმაც ვადაზე ადრე მოიპოვა ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტული, მეხიკოში რესლინგ-შოუში მიიღო მონაწილეობა.

ორთაბრძოლის დროს, ჰემილტონმა თავის მეტოქეს - 32 წლის მექსიკელს, მეტსახელად "მისტიკოს" რამდენჯერმე დაარტყა და ეფექტური ილეთიც ჩაeტარა, რის შემდეგაც, ბრიტანელი ბრძოლის გამარჯვებულად გამოაცხადეს.

"რესლინგი ტელევიზორში და კინოში მქონდა ნანახი, მაგრამ რეალურად, რინგზე გასვლა - ერთ რამედ ღირდა. ჩვენ მოვილაპარაკეთ უბრალო ილეთზე, მაგრამ მე ძალიან მინდოდა ამის გაკეთება. იმედია, ჩემი საბრძოლო თვისებები მოგეწონათ. შესაძლოა, სარბოლო კარიერის დასრულების შემდეგ, რესლინგს სერიოზულად მივხედო", - განაცხადა ჰემილტონმა.

გარდა ამისა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა პირდაპირ რინგზე მაგიდის ჩოგბურთი ითამაშა, ხოლო მოახლოებული დღესასწაულის - "მკვდრის დღის" აღსანიშნავად, პილოტს თავის ქალა აჩუქეს.

გასულ უქმეებზე ჰემილტონმა მონაწილეობა მიიღო მექსიკის გრან-პრიში, რომელშიც მეორე ადგილი დაიკავა. ბრიტანელმა დაახლოებით ორი წამი წააგო გამარჯვებულთან - ნიკო როსბერგთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული