ორთაბრძოლის დროს, ჰემილტონმა თავის მეტოქეს - 32 წლის მექსიკელს, მეტსახელად "მისტიკოს" რამდენჯერმე დაარტყა და ეფექტური ილეთიც ჩაeტარა, რის შემდეგაც, ბრიტანელი ბრძოლის გამარჯვებულად გამოაცხადეს.
"რესლინგი ტელევიზორში და კინოში მქონდა ნანახი, მაგრამ რეალურად, რინგზე გასვლა - ერთ რამედ ღირდა. ჩვენ მოვილაპარაკეთ უბრალო ილეთზე, მაგრამ მე ძალიან მინდოდა ამის გაკეთება. იმედია, ჩემი საბრძოლო თვისებები მოგეწონათ. შესაძლოა, სარბოლო კარიერის დასრულების შემდეგ, რესლინგს სერიოზულად მივხედო", - განაცხადა ჰემილტონმა.
გასულ უქმეებზე ჰემილტონმა მონაწილეობა მიიღო მექსიკის გრან-პრიში, რომელშიც მეორე ადგილი დაიკავა. ბრიტანელმა დაახლოებით ორი წამი წააგო გამარჯვებულთან - ნიკო როსბერგთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"