წინა სეზონში ჩვენებურმა 12-დან 9 რბოლა მოიგო. იგი ყველა შეჯიბრებაში ტოლ-სწორად ეპაექრებოდა "სეატის" მონო-სერიის მონაწილეებს, რომლებიც უფრო მძლავრი და მსუბუქი ავტომობილებით ასპარეზობდნენ. სწორედ ამიტომაც გუნდის მფლობელმა და წარსულში თავადაც სახელოვანმა მრბოლელმა ფრანც ენგსტლერმა დათას უყოყმანოდ შესთავაზა კონტრაქტი.
ახალი სეზონიდან ქაჯაია გაცილებით მაღალ დონეზე - TCR-ის ("ტურინგ ქარ რეისინგ") საერთაშორისო სერიაში იასპარეზებს, რომელიც ამავე კლასის მსოფლიოს ჩემპიონატის WTCC განაყოფია და ყველა კონტინენტს მოიცავს.
დიდი
TCR-ის საერთაშორისო სერიაში რამდენიმე საავტომობილო კომპანია მონაწილეობს, მათ შორის - "ფოლკსვაგენი", "სეატი", "ჰონდა", "ვოლვო", "ალფა რომეო", "ოპელი". ყველა მათგანს ტურინგის კლასში ასპარეზობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს და, რაც მთავარია, ისინი ახალი სეზონისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"