"ბედნიერესი ვარ... სიტყვები არ მყოფნის! უბრალოდ, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ქვეყანას ასეთი მხარდაჭერისთვის! მძიმე რბოლა იყო... სტარტი კარგი გამომივიდა, უპირატესობას ვზრდიდი, მაგრამ მე-6 წრის შემდეგ, წინა საბურავების გამო, იძულებული გავხდი, თავდაცვაზე გადავსულიყავი. რაც მთავარია, პირველი ადგილის შენარჩუნება მოვახერხე. საკუთარ ტრეკზე გამარჯვება განუმეორებელი
წარმატებული კვალიფიკაციის შემდეგ გაგვიჩნდა იმედი, რომ დათა რბოლასაც მოიგებდა, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ პირველი ადგილის შენარჩუნება ადვილი არ იქნებოდა. ქაჯაიამ შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველი 6 წრის განმავლობაში უპირატესობას სტაბილურად ზრდიდა, მაგრამ მე-6 წრიდან, წინა საბურავების პრობლემების გამო, იძულებული გახდა, თავდაცვაზე გადასულიყო...
ავტორბოლაში თავის დაცვასაც ნიჭი და მოხერხება უნდა! თამამად შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილ 9 წრეზე ქაჯაია შესანიშნავად იცავდა თავს უნგრელი ფერენც ფიცასგან. მისი და ქაჯაიას დუელის კულმინაცია მე-14 წრეზე დაფიქსირდა, როცა უნგრელი შეეხო კიდეც დათას "ალფა რომეო ჯულიეტას" უკანალს! მაგრამ ქაჯაიამ რამდენჯერმე შესანიშნავად დაუკეტა გასასწრები ზონები, ფიცას შანსი არ დაუტოვა და ფინიში პირველმა გადაკვეთა!
კვალიფიკაციის წესებიდან გამომდინარე, მეორე რბოლა ქაჯაიამ მე-10 პოზიციიდან დაიწყო, თუმცა მაინც მოახერხა წინ წაწევა და პირველ რბოლაში მოპოვებულ 25 ქულას, კიდევ 8 ქულა შემატა! ამას დაემატა კვალიფიკაციის მოგებისთვის მიღებული 5 ქულა და, დათა ქაჯაია პირველი ეტაპისა და 2 რბოლის შემდეგ, TCR Iნტერნატიონალ-ს 38 ქულით ლიდერობს!
ლიდერები ვართ გუნდებშიც: GE-Fორცე-ს ჯამში 52 ქულა აქვს, რადგან ჩვენი გუნდის მეორე მრბოლელმა, სერბმა დუშან ბორკოვიჩმა პირველ რბოლაში 2, ხოლო მეორე რბოლაში 12 და ჯამში 14 ქულა მოგვიტანა!
მომდევნო ეტაპი ბაჰრეინში, 14-16 აპრილს გაიმართება. როგორც იცით, რუსთავის ეტაპი პირველი იყო - სულ დარჩენილია 9 ეტაპი და 18 რბოლა.
სატურნირო ცხრილი
(დარჩენილია 9 ეტაპი და 18 რბოლა)
ა მრბოლელი კვ. რ1 რ2 ქულა
1. დავით ქაჯაია 5 25 8 38
2. ატილა ტაში 4 10 18 32
3. პეპე ორიოლა 0 6 25 31
4. ჟან-კარლ ვერნეი 2 8 15 25
5. ფერენც ფიცა 3 18 0 21
6. სტეფანო კომინი 0 15 0 15
7. დუშან ბორკოვიჩი 0 2 12 14
8. რობერტო კოლჩაგო 1 12 0 13
9. ჯეიმს ნეში 0 0 10 10
10. ჯანი მორბიდელი 0 1 6 7
11. ჯაკომო ალტოე 0 4 1 5
12. პიერ კორთალსი 0 0 4 4
13. უგო ვალენტე 0 0 2 2
კვ - ქულა კვალიფიკაციაზე; რ1 - ქულა პირველ რბოლაში; რ2 - ქულა მეორე რბოლაში.
შაკო ბუაჩიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ქაჯაიას ბრავო! წარმატებები შემდეგ რბოლებზე!