ფორმულა 1: შუმახერის გამოფენა... უშუმახეროდ

AutoSharing Option
ორი დღის წინათ, მარბურგში გაიხსნა გამოფენა, რომლის სახელწოდებაა "მიხაელ შუმახერი - რეკორდსმენი ტიტულების რაოდენობით". ის მიეძღვნა ლეგენდარული გერმანელი პილოტისა და გერმანული კომპანია DVAG-ის ურთიერთობის 20-წლიან იუბილეს.

ექსპოზიცია განთავსებულია კონგრეს-ცენტრის შენობაში და ორი წლის განმავლობაში იმუშავებს.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მიხაელის მეუღლე კორინა შვილებთან - ჯინა-მარიასთან და მიკთან ერთად, პილოტის მამა როლფი და მენეჯერი საბინა კემი.

ამ უკანასკნელმა, სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ შუმახერი აღიდგენს ჯანმრთელობას უმძიმესი ტრავმის შემდეგ, რომელიც 2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალისას მიიღო.

"ის არის ყველაზე წარმატებული პილოტი ისტორიაში.
სწორედ ასეთ დღეებში უნდა შევახსენოთ საზოგადოებას მისი მიღწევების შესახებ. რა თქმა უნდა, მიხაელი აქ არ არის, ის ჩვენ ძალიან გვაკლია. ვიცით, რაც მოხდა და ამას უკვე ვეღარ შევცვლით. უნდა მივიღოთ ეს. იმედი მაქვს, ჩვენი მხარდაჭერით და მოთმინებით, ოდესღაც ის კვლავ ჩვენს გვერდით იდგება. რბოლები - მისი ცხოვრება იყო. და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უოცნებია, რომ მასსავით ძლიერი ყოფილიყო", - განაცხადა კემმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული