ფორმულა 1. ბაჰრეინის გრანპრი: ბაჰრეინი ალონსოს გარეშე

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტი ფერნანდო ალონსო იძულებული იქნება გამოტოვოს ბაჰრეინის გრანპრი, რომელიც კვირას გაიმართება. ესპანელმა პილოტმა ვერ გაიარა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის აუცილებელი სამედიცინო შემოწმება ავარიის შემდეგ, რომელიც ავსტრალიაში სეზონის პირველი რბოლისას შეემთხვა.

ავარიიდან მეორე დღეს ალონსო აცხადებდა, რომ ნეკნები ტკიოდა, ხოლო მუხლებზე ფიქსატორები ეკეთა.

"მაკლარენმა" უკვე გამოაცხადა, რომ ბაჰრეინში ალონსოს გუნდის სარეზერვო პილოტი, GP2-ის ჩემპიონი სტოფელ ვანდორნი შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული