ყველა ელოდა, რომ რუს დანიილ კვიატს დაატოვებინებდნენ "რედ ბულის" რიგებს და "ტორო როსოში" დააბრუნებდნენ, ხოლო საპირისპირო მიმართულებით ავსტრიულ საჯინიბოში ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი გაემგზავრებოდა. თუმცა ამ ცვლილებას სეზონის ბოლოსკენ ვარაუდობდნენ, მაგრამ "რედ ბულის" ხელმძღვანელობა ჩემპიონატის დასრულებას არ დაელოდა.
ესპანეთის გრანპრიდან მოყოლებული, 18 წლის ფერსტაპენი "რედ ბულის" პილოტი იქნება და პარტნიორობას გაუწევს ავსტრალიელ დანიელ რიკარდოს, კვიატი კი "ტორო როსოში" გააგრძელებს კარიერას.
"მაქსი - ნიჭიერი ახალგაზრდა
ჩვენ უნიკალური სიტუაცია გვაქვს - ოთხივე პილოტი, რომლებიც "რედ ბულსა" და "ტორო როსოში" გამოდიან, ხანგრძლივი კონტრაქტებით არიან დაკავშირებული "რედ ბულთან". ეს კი საშუალებას გვაძლევს, უმტკივნეულოდ შევცვალოთ გუნდების შემადგენლობები", - განაცხადა "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"