- დანიელ რიკარდომ პოულიდან აიღო სტარტი და კომფორტული უპირატესობითაც ლიდერობდა, მაგრამ გუნდმა წყალში ჩაუყარა მთელი მონდომება.
- ჩემპიონატის ლიდერს ნიკო როსბერგს წარუმატებელი რბოლა ჰქონდა და მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.
მონაკოს გრანპრის თავისუფალ პრაქტიკებსა და კვალიფიკაციაზე არც ერთ გუნდს არ ჰქონია სერიოზული უპირატესობა, ხოლო პოული კარიერაში პირველად დანიელ რიკარდომ მოიგო. მის "რედ ბულზე" "რენოს" ძრავის ახალი ვერსია იყო დამონტაჟებული, გუშინ კი ავსტრიულ საჯინიბოში დაადასტურეს, რომ ფრანგულ კომპანიასთან მომავალი ორი
რბოლის წინ, მონაკოში გაწვიმდა, რაც საინტერესო სტარტის მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ეტაპი უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში დაეწყოთ. პეისკარმა შვიდი წრე ატარა პილოტები, რის შემდეგაც ნამდვილი რბოლა დაიწყო.
ლიდერებმა მშვიდად გაიარეს პირველი მოსახვევები და ტრასაზე მანქანების თანმიმდევრობა არ შეცვლილა. ერთადერთი, ესტებან გუტიერესმა წაართვა მეათე ადგილი კიმი რაიკონენს. ჯოლიონ პალმერმა კი სველ ტრასაზე მანქანა ვერ დაიმორჩილა და რბოლა უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმში გადავიდა.
რესტარტი მე-10 წრეზე მისცეს. რიკარდო მაშინვე სამი წამით დაშორდა "მერსედესის" პილოტებს, ნიკო როსბერგმა და ლუის ჰემილტონმა კი ერთმანეთში დაიწყეს ბრძოლა. ამ დუეტს კონკრენციას ვერ უწევდა სებასტიან ფეტელი, მეორე "ფერარიმ" კი მალე ბრძოლა შეწყვიტა - კიმი რაიკონენი ბარიერს შეეჯახა, შემდეგ ფელიპე მასამაც დაუმატა და ფინელი იძულებული გახდა მანქანა ტრასის მიღმა დაეტოვებინა.
რბოლის ამ მომენტში "რედ ბულის" ავტომობილი ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებდა: დანიელ რიკარდო ორ-სამ წამს უგებდა "მერსედესს" და ჯერ კიდევ პირველ პიტსტოპამდე დაშორდა პელოტონს 13 წამით.
სანამ გუნდები პიტსტოპებისთვის ოპტიმალურ მომენტს ეძებდნენ, ნიკო როსბერგმა, მოულოდნელად, ტემპი დაკარგა. გერმანელი იმდენად ნელი იყო, რომ ჰემილტონმა ძალიან იოლად აუარა გვერდი. ნიკო მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა და ყოველ წრეზე ხუთ წამს კარგავდა.
ჰემილტონმა სუფთა ტრასა და სრული ძალით შეტევის საშუალება მიიღო. და მან პირველივე წრეზე წაართვა რიკარდოს საუკეთესო დრო. ავსტრალიელთან სხვაობა თანდათან იკლებდა.
ამასობაში, მონტე კარლოში ტრასა თანდათან გაშრა, მაგრამ ლიდერები არ ჩქარობდნენ ბოქსებში შესვლას. როსბერგი პიტლეინზე მე-20 წრეზე გაეშურა, რიკარდო - 22-ზე, ჰემილტონმა კი საბურავების შეცვლა 31-ე წრემდე გაწელა. ბრიტანელი დაელოდა, სანამ ტრასა ბოლომდე გაშრებოდა და ლიდერებს შორის პირველი გადავიდა "სლიკებზე". რიკარდოს ერთი წრის შემდეგ მიაშურა ბოქსებს, მაგრამ "რედ ბულში" მზად არ აღმოჩდნენ - მექანიკოსებმა სხვა საბურავები გამოიტანეს. ამ უხეში შეცდომის გამო, "რედ ბულს" ლიდერობის შენარჩუნების შანსი აღარ ჰქონდა და პირველ ადგილზე ლუის ჰემილტონი აღმოჩნდა.
მაგრამ რიკარდო არ ნებდებოდა და მუდმივ პრესინგში ამყოფებდა ჩემპიონს. 15 წრის განმავლობაში, ავსტრალიელმა ბევრი შეტევა მიიტანა ბრიტანელზე, მაგრამ უშედეგოდ. მათი დუელი დროებით, 34-ე წრეზე შეწყდა, როცა თავისი მანქანა დაამტვრია მაქს ფერსტაპენმა.
ჰემილტონისა და რიკარდოს პოზიციური ბრძოლა ფინიშამდე გაგრძელდა, მაგრამ "მერსედესის" გასწრება კალენდარში ყველაზე ვიწრო ტრასაზე - არარეალური ამოცანაა. ბოლო ათი წრე ლიდერებს შორის სულ რამდენიმე წამი იყო სხვაობა - სწორედ ის დრო, რომელიც რიკარდომ ბოქსებში მექანიკოსების გამო დაკარგა. ზედიზედ მეორე რბოლაა, რიკარდოს აქვს საბაბი - დაკარგული გამარჯვება გუნდს დააბრალოს.
ჰემილტონისთვის კი ეს წარმატება, შესაძლოა, გარდამტეხ მომენტად იქცეს. ეს მისი 44-ე გამარჯვებაა კარიერაში და მეორე - მონტე კარლოს ქუჩებში. ბოლოს მან აქ 2008 წელს მოიგო - თავის პირველ საჩემპიონო სეზონში. მიმდინარე სეზონში კი ეს ბრიტანელის პირველი ტრიუმფია, უფრო მეტიც - ეს არის პირველი რბოლა წელს, როცა მან თანაგუნდელზე მეტი ქულა დააგროვა. აღვნიშნავთ, რომ "მერსედესი" მონაკოში ზედიზედ მეოთხე წელია არავის უთმობს მოგებას.
ბედნიერი იყო პოდიუმზე სერხიო პერესი. ეს მექსიკელის მეექვსე პოდიუმია კარიერაში და მესამე - "ფორს ინდიას" მანქანით. მეოთხეზე გავიდა სებასტიან ფეტელი - "ფერარი" წელს პირველად ვერ ავიდა პოდიუმზე. მეხუთე ადგილი შეინარჩუნა ფერნანდო ალონსომ, მეექვსე პოზიცია კი ბოლო წრეზე ნიკო ჰიულკენბერგმა მოიპოვა, რომელიც ჩემპიონატის ლიდერს ნიკო როსბერგს გაუსწრო.
ექვსი ეტაპის შემდეგ როსბერგი ისევ ლიდერია, მაგრამ ლუის ჰემილტონმა მასთან ჩამორჩენას მესამედი მოაკლო და 24 ქულამდე მიაუახლოვდა. სეზონში პირველი პოდიუმის წყალობით, მესამე ადგილზე გადავიდა რიკარდო. პირველ ხუთელში აგრეთვე შედიან კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი.
მონაკოს გრანპრი (78 წრე, 260.520 კმ)
1(3). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes 1:59.29,133 25
2(1). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +7,252 18
3(7). სერხიო პერესი (მექ) Force India +13,825 15
4(4). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +15,846 12
5(9). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren +1.25,076 10
6(5). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India +1.32,999 8
7(2). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes +1.33,290 6
8(6). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 1 წრე 4
9(13). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 1 წრე 2
10(14). ფელიპე მასა (ბრა) Williams 1 წრე 1
11(10). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams 1 წრე
12(12). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
13(15). რომენ გროსჟანი (საფ) Haas 2 წრე
14(20). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 2 წრე
15(19). რიო ჰარიანტო (ინდოენეზ) Manor 4 წრე
ფინიშზე ვერ მივიდნენ
16(17). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 51 წრე
17(22). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 48 წრე
18(21). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull 34 წრე
19(16). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 32 წრე
20(8). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 18 წრე
21(11). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari 10 წრე
22(18). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 7 წრე
საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 106 (4)
2. ლუის ჰემილტონი 82 (1)
3. დანიელ რიკარდო 66
4. კიმი რაიკონენი 61
5. სებასტიან ფეტელი 60
6. მაქს ფერსტაპენი 38 (1)
7. ფელიპე მასა 36
8. ვალტერი ბოტასი 29
9. სერხიო პერესი 23
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 188
2. ფერარი 121
3. რედ ბული 112
4. უილიამსი 65
5. ფორს ინდია 37
6. ტორო როსო 30
7. მაკლარენი 24
8. ჰაასი 22
9. რენო 6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"