ავსტრიაში ჰემილტონმა აჩვენა, რომ არ დავიწყებია კარგი სტარტი - ბრიტანელმა ძალიან იოლად შეინარჩუნა პირველი ადგილი. სამაგიეროდ, საშინლად დაიწყო ჰიულკენბერგმა, რომელსაც ბატონმა და კიმი რაიკონენმა ჯერ კიდევ დამუხრუჭებამდე გაუსწრეს.
როსბერგს მაინც და მაინც კარგი სტარტი არ
* * *
"ულტრასოფტის" საბურავებმა მეექვსე წრისთვის დაიწყო ცვეთა. ჯერ ჰიულკენბერგის "ფორს ინდიას" შეექმნა პრობლემები: გერმანელმა ერთი მეორეს მიყოლებით გაატარა როსბერგი, ფეტელი და "რედ ბულის" ორივე პილოტი. მალე იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ჯენსონ ბატონი, რომლის "მაკლარენი" იოლი ნადავლი აღმოჩნდა რაიკონენისთვის.
პილოტებმა მეცხრე წრეზე დაიწყეს ბოქსებში შესვლა. ყველაზე გვიან ეს გააკეთა ჰემილტონმა, რომელიც სტაბილურად უგებდა რაიკონენსა და ფეტელს, შესაბამისად, 3.5 და 9.1 წამს. ბრიტანელმა 22-ე წრისთვის შეუხვია ბოქსებში და იქ მექანიკოსებმა დააღალატეს: შეყოვდნენ მარცხენა უკანა საბურავის გამოცdლისას. ტრასაზე ლუისი როსბერგზე უკან დაბრუნდა.
ლიდერი კი სებასტიან ფეტელი გახდა, რომელიც მთელი დისტანციის გავლას ერთი პიტსტოპით აპირებდა. გერმანელი "მერსედესებს" სამი წამით უსწრებდა, როცა მის ბოლიდზე უკანა მარჯვენა საბურავი "აფეთქდა". "ფერარი" ბარიერს დაეჯახა და რბოლას გამოეთიშა. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. როსბერგი და ჰემილტონი პირველ-მეორე ადგილზე გადავიდნენ, ფერსტაპენი და რიკარდო მესამე და მეოთხე პოზიციებზე იმყოფებოდნენ, ხოლო ხუთეულს რაიკონენი ავსებდა.
* * *
როგორც კი უსაფრთხოების მანქანამ ტრასა დატოვა, როსბერგი პრაქტიკულად "გაფრინდა" და ჰემილტონს ყოველ წრეზე ნახევარ წამს უგებდა. დისტანციის შუაში, "მერსედესის" პილოტებს შორის სხვაობა ორი წამი იყო. ლუისმა, რომელმაც ლიდერობა გუნდის მექანიკოსების გამო დაკარგა, ასევე გაზარდა ტემპი, მაგრამ შესატევ დისტანციაზე ვერ გავიდა.
"რედ ბული", "ფერარი" და "უილიამსი" ვერ ახერხებდნენ ლიდერებთან ბრძოლას. ფერსტაპენი რამდენიმე წრეში ოთხი წამით ჩამორჩა ჰემილტონს. უფრო მეტს აგებდნენ რიკარდო და რაიკონენი.
* * *
გადამწყვეტი პიტსტოპების რაუნდი ფინიშამდე 17 წრით ადრე დაიწყო. ჰემილტონი შესატევ მანძილზე მიუახლოვდა როსბერგს და... მოულოდნელად, ყველაზე ადრე შევიდა ბოქსებში. მომდევნო წრეზე ეს გააკეთა როსბერგმა და "მერსედესის" პილოტებს შორის ისევ დაახლოებით ორი წამი იყო სხვაობა.
მიუხედავად იმისა, რომ როსბერგი ტრასაზე უფრო რბილი საბურავებით დაბრუნდა, ბრიტანელის ტემპი უფრო მაღალი აღმოჩნდა და სხვაობა ლიდერებს შორის წამზე ნაკლები გახდა.
რამდენიმე წრის შემდეგ, "მერსედესის" პილოტები ფერსტაპენს დაეწივნენ, რომელიც ჯერ არ იყო ბოქსებში შესული. როსბერგმა გაჭირვებით, მაგრამ გაუსწრო ჰოლანდიელს, ჰემილტონმა კი იგივეს ორი წრე მოანდომა და ისევ ჩამორჩა თანაგუნდელს - სხვაობა ორნახევარი წამი იყო.
ფინიშამდე რვა წრით ადრე, ჰემილტონმა მორიგი დევნა გამოუცხადა ჩემპიონატის ლიდერს. მან რამდენჯერმე საუკეთესო წრე გაიარა და შედეგად, რბოლის დასრულებამდე ორი წრით ადრე, "მერსედესები" თითქმის გვერდიგვერდ აღმოჩდნენ. ჰემილტონმა არ იჩქარა, შეტევისთვის მომენტს არჩევდა და საბოლოოდ, მეორე მოსახვევში შიდა ტრაექტორიით მიიტანა იერიში გერმანელზე.
მაგრამ, როსბერგი დანებებას არ აპირებდა და ლუისი ტრასიდან გადააგდო. უკან დაბრუნებისას, ჰემილტონმა ნიკოს უკანა საბურავი დააზიანა. პირველი კონტაქტისის, როსბერგმა წინა ანტიფრთა დაამსხვრია, ხოლო დაზიანებული საბურავით მხოლოდ მეოთხემ მიაღწია ფინიშამდე. გამარჯვება კი ლუის ჰემილტონმა მოიპოვა.
"მერსედესების" შეჯახების შემდეგ, პოდიუმის მეორე საფეხური მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა, რაიკონენი კი მესამე ადგილზე გავიდა. ტოპ-ათეულის გმირი კი პასკალ ვერლიაინი აღმოჩნდა, რომელიც მეათე მივიდა ფინიშთან და "მანორს" ჩემპიონატში პირველი ქულა მოუტანა.
საერთო ჩათვლაში როსბერგსა და ჰემილტონს შორის სხვაობა 11 ქულამდე შემცირდა, რაიკონენი კი ქულებით თანაგუნდელ ფეტელს გაუთანაბრდა და ისინი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.
ავსტრიის გრანპრი (71 წრე, 307.020 კმ)
1(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes 1:27.38,107 25
2(8). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull +5,719 18
3(4). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +6,024 15
4(6). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes +16,710 12
5(5). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +30,981 10
6(3). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren +37,706 8
7(12). რომენ გროსჟანი (საფ) Haas +44,668 6
8(14). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso +47,400 4
9(7). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams 1 წრე 2
10(11). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 1 წრე 1
11(10). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
12(18). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 1 წრე
13(20). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
14(16). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 1 წრე
15(17). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 1 წრე
16(19). რიო ჰარიანტო (ინდოენეზ) Manor 1 წრე
17(15). სერხიო პერესი (მექ) Force India 2 წრე
18(13). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren 7 წრე
19(2). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India 7 წრე
20(8). ფელიპე მასა (ბრა) Williams 8 წრე
ფინიშზე ვერ მივიდნენ
21(9). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari 26 წრე
22(21). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 2 წრე
საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი 153 (5)
2. ლუის ჰემილტონი 142 (3)
3. სებასტიან ფეტელი 96
4. კიმი რაიკონენი 96
4. დანიელ რიკარდო 88
6. მაქს ფერსტაპენი 72 (1)
7. ვალტერი ბოტასი 54
8. სერხიო პერესი 39
9. ფელიპე მასა 38
10. რომენ გროსჟანი 28
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 295
2. ფერარი 192
3. რედ ბული 168
4. უილიამსი 92
5. ფორს ინდია 59
6. ტორო როსო 36
7. მაკლარენი 32
8. ჰაასი 28
9. რენო 6
10. მანორი 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"