ავსტრიის გრანპრის ბოლო წრეზე, "მერსედესის" პილოტებს შორის მომხდარ ავარიაში სტიუარდებმა ნიკო როსბერგი დაადანაშაულეს. შეჯახების შემდეგ, გერმანელის მანქანაზე წინა ანტიფრთა დაზიანდა და მისი ნამსხვრევები საბურავებსა და ბოლიდის ფსკერზე მოყვა, მაგრამ როსბერგმა მოძრაობა გააგრძელა და მეოთხე მივიდა ფინიშთან.
ინციდენტის განხილვის შემდეგ, სტიუარდებმა გერმანელის დასჯა გადაწყვიტეს და მის საბოლოო დროს 10 წამი დაუმატეს. გარდა ამისა, ნიკომ ორი საჯარიმო ქულა მიიღო, რადგან არ გაჩერდა ავარიის შემდეგ იმის მიუხედავად, რომ მისი ბოლიდი სერიოზულად იყო დაზიანებული.
ფინიშზე როსბერგმა მეხუთე ადგილზე გასულ დანიელ რიკარდოს 14 წამი მოუგო,
ასე რომ, 10 წამის დაკარგვას არ უმოქმედია საბოლოო ოქმში პილოტების თანმიმდევრობაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"