ფორმულა 1. მალაიზიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-16 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- სეპანგში კვალიფიკაციის მოგების შემდეგ, ლუის ჰემილტონმა 57-ე პოული მოიპოვა კარიერაში და მერვე სეზონში. ჰემილტონმა კარიერაში მეასედ დაიწყო რბოლა სასტარტო ბილიკის პირველი ხაზიდან. ის მეორეა ფორმულა 1-ში ამ მაჩვენებლით მიხაელ შუმახერის შემდეგ (116 სტარტი პირველი რიგიდან).

- ისტორიაში მე-80 გრანპრიზე პირველ რიგში იდგა "მერსედესის" მინიმუმ ერთი ბოლიდი.

- ნიკო როსბერგმა სეზონში მეთხუთმეტედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან - ასეთი შედეგი ჰქონდა გერმანელს 2014 და 2015 წლებში.

რბოლა

- დანიელ რიკარდომ სეზონში პირველი და კარიერაში მეოთხე რბოლა მოიგო. ოთხივე შემთხვევაში, ავსტრალიელს პირველი რიგიდან არ აუღია სტარტი.

- ეს იყო 52-ე მოგება "რედ ბულისთვის", აგრეთვე მე-17 დუბლი.

- ნიკო როსბერგი "მერსედესის" ბოლიდით ორმოცდამეათედ ავიდა პოდიუმზე.

- ამ სეზონში მეორედ, "მერსედესმა" ვერ შეძლო მოგებათა ყველაზე გრძელი სერიის გამეორება, რომელიც 1988 წელს "მაკლარენს" ჰქონდა (ზედიზედ 11 გამარჯვება). პირველი შანსი გერმანულ საჯინიბოს ბარსელონაში გაუჩნდა, მაგრამ ორივე პილოტი ავარიის გამო პირველი წრიდან გამოეთიშა ბრძოლას, მალაიზიაში კი ლუის ჰემილტონის მანქანაზე ძრავა დაიწვა.

- კარიერაში მეოცედ ნიკო როსბერგმა წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა.

- ვალტერი ბოტასმა მეხუთე ადგილი დაიკავა და გადალახა კარიერაში 400-ქულიანი ზღვარი.

- მანქანებმა "მერსედესის" ძრავებით, ზედიზედ 150-ე რბოლაში მოიპოვეს ქულები.

- კიმი რაიკონენის მოუგებელი სერია 70 რბოლამდე გაგრძელდა. ფინელს ბოლო მოგება 2013 წელს, ავსტრალიაში ჰქონდა.

- ჯოლიონ პალმერმა კარიერაში პირველად მოიპოვა ქულები.

- ლუის ჰემილტონმა პირველად ვერ შეძლო მალაიზიაში ქულების მოპოვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული