ბრაზილიის გრანპრის წინ, ჩემპიონატის ლიდერი როსბერგი 19 ქულით უსწრებს ჰემილტონს და სწორედ ბოლო ორ რბოლაში გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა.
ლოუს სიტყვებით, გუნდმა იზრუნა იმისთვის, რომ არც ერთ პილოტს არ ჰქონდეს პრობლემა ძრავის სიმძლავრესთან და საიმედოობასთან დაკავშირებით.
"ორივე პილოტს შორის აუცილებელი ბალანსი იქნება. სიმართლე რომ ვთქვათ, იდეალური პარიტეტის მიღწევა შეუძლებელია. მაგრამ ამ მომენტისთვის, არ არსებობს არანაირი ფაქტორი, რომელიც
როგორც ყოველთვის, უდიდესი ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ ჩვენი პილოტები კარგი ძრავებით აღჭურვილი კარგი მანქანების საჭეებს მიუსხდნენ. ამ ძრავებმა სეზონის ბოლომდე უნდა გაძლონ", - განაცხადა ლოუმ.
შემდეგი რბოლა 13 ნოემბერს, ბრაზილიაში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"