კვალიფიკაცია
- აბუ დაბიში მოპოვებული პოული სეზონში მე-12 და კარიერაში 61-ე იყო ლუის ჰემილტონისთვის. ლუისმა საკვალიფიკაციო დაპირისპირებაში მოუგო დუელი თანაგუნდელ ნიკო როსბერგს - 12:9.1. მიხაელ შუმახერი - 68
2. აირტონ სენა - 65
3. ლუის ჰემილტონი - 61
4. სებასტიან ფეტელი - 46
- კვალიფიკაციაში მეორე ადგილზე გასვლით, ნიკო როსბერგმა კარიერაში მესამოცედ დაიწყო რბოლა პირველი რიგიდან.
- "მერსედესი" პირველი გუნდი გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ
- სებასტიან ფეტელმა პირველი სეზონი ჩაატარა კარიერაში, როცა არც ერთი სტარტი არ ჰქონია პირველი რიგიდან.
რბოლა
- ლუის ჰემილტონმა სეზონში მეათე და კარიერაში 53-ე გამარჯვება მოიპოვა. ის პირველი პილოტია ისტორიაში, რომელმაც სეზონში 10 რბოლა მოიგო და ამასთან, ვერ გახდა ჩემპიონი.- ჰემილტონი ერთადერთი პილოტია ისტორიაში, რომელმაც კარიერაში ორჯერ შეძლო სეზონში პოდიუმზე 17-ჯერ ასვლა - 2015 და 2016 წლებში. თითოჯერ კარიერაში 17 პოდიუმი ჰქონდათ მიხაელ შუმახერსა (2002) და სებასტიან ფეტელს (2011).
- ნიკო როსბერგი 33-ე ჩემპიონია ფორმულა 1-ში, მესამე გერმანელია მიხაელ შუმახერისა და სებასტიან ფეტელის შემდეგ და პირველი გერმანელი, რომელმაც ტიტული მოიპოვა გერმანული ავტომწარმოებლის მანქანით. ჩემპიონების რაოდენობით, გერმანია მეორე ადგილს იყოფს ბრაზილიასთან და ფინეთთან ერთად. ლიდერობენ ბრიტანელები - მათ მსოფლიოს 10 ჩემპიონი ჰყავთ.
- ნიკომ ტიტული მოიგო 206 რბოლის (11 სეზონი) შემდეგ. ამ მაჩვენებლით მან დაამხო ნაიჯელ მენსელის რეკორდი, რომელმაც ჩემპიონობამდე 176 რბოლა (12 სეზონი) ჩაატარა.
- როსბერგმა ტიტული მოიპოვა მამის - კეკე როსბერგის ჩემპიონობიდან 34 წლის თავზე - ორივენი ჩემპიონები გახდნენ ბოლიდით, რომელსაც მეექვსე ნომერი ჰქონდა. ასევე 34-წლიანი ინტერვალი იყო გრემ და დეიმონ ჰილების ტიტულებს შორის (1962-დან 1996 წლამდე).
- როსბერგი ყველაზე ასაკოვანი (31 წლის) ჩემპიონია ბოლო 20 წლის განმავლობაში.
- "მერსედესმა" ახალი რეკორდი დაამყარა სეზონში პოდიუმების რაოდენობით - 33. წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა და ის შარშან იყო დამყარებული - 32.
- ფელიპე მასამ ფორმულა 1-ში კარიერა 250 გრანპრით დაასრულა.
- დანიელ რიკარდო ფორმულა 1-ის პირველი პილოტია ისტორიაში, ვინც სეზონში 21 რბოლაში მივიდა ფინიშამდე. მან გააუმჯობესა კიმი რაიკონენის 2012 წლის რეკორდი, როცა ფინელმა სეზონის 20-ივე რბოლა დაასრულა.
- "ფორს ინდიამ" კონსტრუქტორთა თასზე მეოთხე ადგილი დაიკავა და ეს ინდური საჯინიბოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
- ფერნანდო ალონსომ მეექვსე და ზედიზედ მესამე სეზონი ჩაატარა მოგების გარეშე.
- პირველად თავის ისტორიაში, "მაკლარენმა" ზედიზედ ოთხი სეზონი ჩაატარა პოულებისა და მოგებების გარეშე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"