ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ "ინდიანაპოლისი 500"-ის ორგანიზატორებისგან მიიღო პრიზი - "საუკეთესო ახალბედა". შეგახსენებთ, რომ ამ რბოლაში მონაწილეობისთვის ესპანელმა მონაკოს გრანპრის გამოტოვა.

ალონსო დიდი ხანი ლიდერობდა ლეგენდარულ რბოლას, მაგრამ ჩამოშორდა დისტანციას "ანდრეტის" მანქანაზე "ჰონდას" ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო.

გაირკვა, რომ "ინდი 500"-ში მონაწილეობისთვის ალონსომ 305 ათასი დოლარი მიიღო. რბოლის გამარჯვებულს, იაპონელ ტაკუმა სატოს 2.5 მილიონი ერგო, მეორე ადგილზე გასულმა ელიო კატრონევეშმა 770 ათასი დოლარი მიიღო, მესამეადგილოსანმა ედ ჯონსმა - 535 ათასი.

* * *
რბოლის გამარჯვებულ ტაკუმა სატოს უკავშირდება ერთი სკანდალური
ისტორია. გამოცემა Denver Post-ის ხელმძღვანელობამ გაანთავისუფლა ჟურნალისტი ტერი ფრაი "ტვიტერში" იაპონელი პილოტის მიმართ უპატივცემულო და მიუღებელი გამონათქვამის გამო.

სატოს გამარჯვების შემდეგ, ფრაიმ დაწერა: "არაფერი პირადი, მაგრამ რაღაცნაირად არაკომფორტულად ვგრძნობ თავს იმის გამო, რომ "ინდი 500" იაპონელმა მოიგო ხსენების დღეს".

ხსენების დღე - ეს არის აშშ-ში ხსოვნის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მაისის ბოლო ორშაბათს. ეს დღე ეძღვნება ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაიღუპნენ ყველა იმ ომსა თუ შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლებშიც აშშ-ს ოდესმე მიუღია მონაწილეობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხსენების დღე კი არა - ხსოვნის დღეა
ქუთაისელი
09:44 01-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული