ბრაზილიაში საზარელ ავარიაში მრბოლელი დაიღუპა

AutoSharing Option
ბრაზილიელი მრბოლელი გუსტავო სონდერმანი სან პაულუში "ინტერლაგოსის" ავტოდრომის ტრასაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა.

ტრაგედია "შევროლე მონტანის თასის" რბოლის დროს მოხდა. თავსხმა წვიმაში, ბოლო მოსახვევში შესულმა 29 წლის სონდერმანმა მანქანის დამორჩილება ვერ შეძლო, რის შემდეგაც მას სხვა მრბოლელი შეეჯახა.

სამედიცინო სამსახურმა ოპერატიულად კი იმუშავა, თუმცა სონდერმანს თავის ძალიან სერიოზული ტრავმა ჰქონდა მიღებული და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინციდენტის სხვა მონაწილეები სერიოზულ დაშავებას გადაურჩნენ.

სონდერმანის კარიერა ბევრი ბრაზილიელი პილოტისთვის ჩვეული სცენარით ვითარდებოდა - რეგიონალურ დონეზე წარმატების მიღწევის შემდეგ ის ევროპაში გადავიდა,
სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში რბოლებში ორლიტრიანი "ფორმულა რენოთი" მონაწილეობდა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ გუნდში სონდერმანის პარტნიორი - რაფაელ სპერაფიკო ამავე ავტოდრომზე 2007 წელს მომხდარ ავარიაში დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო


მომზადებულია F1news-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული