ასე რომ, "ფორდის" პილოტებს შეეძლოთ მშვიდად ჩაემთავრებინათ ეტაპი და არ ენერვიულათ, რადგან მათი უპირატესობა ძალიან დიდი იყო. სამაგიეროდ, ბევრი სამუშაო ჰქონდათ "სიტროენის" წევრებს, რომლებიც ეტაპის დასაწყისშივე მოხვდნენ ავარიაში და დაკარგულის ანაზღაურებისთვისა და ქულათა ზონაში შეღწევისთვის დიდი ბრძოლა უწევდათ. ბოლო
ბოლო სპეცმონაკვეთებზე კი გუნდური ტაქტიკის ზეიმი ვიხილეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ლატვალამ შეანელა სვლა, რითაც ჰირვონენს ეტაპის მოგების საშუალება მისცა, ამით კი მიკომ შესამჩნევად შეამცირა საერთო ჩათვლაში სხვაობა ლოებთან. თავად ფრანგი ჩემპიონი მე-11 ადგილზე იყო და უქულოდ ასრულებდა ეტაპს, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ოჟიემ "სიტროენის" ხელმძღვანელობისგან ბრძანება მიიღო და მეათე ადგილი დაუთმო საერთო ჩათვლის ლიდერს.
მოკლედ, ყველაფერი გაკეთდა ჩემპიონატში ინტრიგის შესანარჩუნებლად, თუმცა გუნდური ტაქტიკის გამოყენებამ და ხელოვნურმა ბრძოლამ ერთგვარი ჩრდილი მიაყენა ავსტრალიის ეტაპს. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპია დარჩენილი და ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულებულა - ლოები უახლოეს მდევარს მხოლოდ 15 ქულას უგებს. მდევარი კი ჰირვონენია, რომელმაც მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითა ოჟიე.
X ეტაპი. ავსტრალიის რალი
1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 3:35.59,0; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +14,7; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +44,8; 4. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +8.45,2; 5. ხალიდ ალ-ქასიმი (საემიროები, "ფორდი") - +12.33,3... 10. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +30:02.9; 11. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 30.19,4...
საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 196 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 181; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 167; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 116; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 110; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 56; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 52; 8. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 32; 9. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 23...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"