ამ სერიის ყველაზე პატარა და ყველაზე ძველ ტრეკზე პოულიდან სტარტი საერთო ჩათვლის ლიდერმა კარლ ედვარდსმა აიღო.
როგორც წესი, ნასკარის რბოლებში ავარიები ჩვეულებრივი მოვლენაა. პირველად სტიუარდებმა ყვითელი დროშები მერვე წრეზე ააფრიალეს, როცა ერთმანეთს შეეჯახნენ კურტ ბუში და დეილ ერნჰარდტ-უმცროსი. მათ შორის ავარიის გამო კიდევ რამდენიმე პილოტი დაზარალდა - ჯამში, ამ ინციდენტში რვა ავტომრბოლმა მიიღო მონაწილეობა.
ერთ-ერთი დაზარალებული ბრაიან ვიკერსი იყო, რომელიც 85-ე წრეზე კიდევ ერთხელ მოხვდა ავარიაში. მან
464-ე წრეზე კონტაქტი იყო საერთო ჩათვლის ერთ-ერთი ლიდერის - მეტ კენსეტისა და კაილ ბუშის მანქანებს შორის. ამ ავარიაში ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოიაც იქნა ჩათრეული. ინციდენტის ინიციატორები სერიოზულად დაზარალდნენ. კენსეტმა 31-ე ადგილზე დაასრულა რბოლა, ბუშმა - 27-ზე.
რბოლის ბედი კი ფინიშამდე სამი წრით ადრე გაირკვა. მორიგი რესტარტის შემდეგ ტონი სტიუარტმა ნასკარის სერიის ხუთგზის ჩემპიონს ჯიმი ჯონსონს აჯობა და მარტინსვილის ეტაპის გამარჯვებული გახდა.
ახლა სტიუარტი მეორე ადგილზეა საერთო ჩათვლაში და 19 ქულით ჩამორჩება კარლ ედვარდსს. ნასკარის სერიის დასრულებამდე სამი ეტაპის დარჩენილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"