ჩემპიონის რისკიანი სპურტი

AutoSharing Option
მოტოგრანპრის ჩემპიონატში სეზონის დასკვნითი რბოლა ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართა. თავდაპირველად, პილოტებმა პატივი მიაგეს წინა ეტაპზე დაღუპული იტალიელი მოტომრბოლის - მარკო სიმონჩელის ხსოვნას.

სპორტის ამ სახეობის ლეგენდამ - კევინ შვანტცმა სიმონჩელის კუთვნილი მოტოციკლით წრე დაარტყა ვალენსიას ავტოდრომს და ორი წუთის განმავლობაში მაყურებელი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა დაღუპულ იტალიელ პილოტს.

სეზონის დასკვნით რბოლას ინტრიგა არ ჰქონდა, რადგან მოტოგრანპრიში ჩემპიონის ვინაობა ორი ეტაპით ადრე გაირკვა - უძლიერესის ტიტული კეისი სტოუნერმა მოიპოვა, თუმცა ავსტრალიელი მაინც სერიოზულად იყო განწყობილი საბრძოლველად.

პილოტებმა ამჯერადაც ვერ აიცილეს თავიდან
ავარია, რომელშიც დე პუნიე, ბაუტისტა, როსი და ჰეიდენი მონაწილეობდნენ. მრბოლელებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ, სამაგიეროდ, რბოლის დასრულება მოუწიათ.

ვალენსიის ეტაპის ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდა ამერიკელი ბენ სპისი, რომელაც მეოთხე ადგილიდან კინაღამ რბოლის მოგება შეძლო. მან ჯერ მესამე ადგილზე მყოფი პედროსა ჩამოიცილა, შემდეგ მეორე ადგილი წაართვა დოვიციოზოს და სტოუნერს გამოეკიდა, რომელიც დამაჯერებლად ლიდერობდა რბოლას და თითქოს, მის პოზიციას არაფერი ემუქრებოდა.

მაგრამ ფინიშამდე სამი წრით ადრე ავსტრალიელმა შეცდომა დაუშვა და სპისი პირველ ადგილზე გადავიდა, რაზეც რბოლის შუაში ვერც კი იოცნებებდა. ამერიკელი ბოლო მოსახვევამდე ლიდერობდა, მაგრამ ფინიშის სწორ მონაკვეთზე სტოუნერმა გამოიყენა "ჰონდას" მოტოციკლის უპირატესობა და გამოსტაცა გამარჯვება სპისს - ამ პილოტებს შორის სხვაობა მხოლოდ 15 მეათასედი წამი შეადგინა.

სტოუნერმა ტრიუმფალური სეზონი მეათე გამარჯვებით დაასრულა.

ვალენსიას გრან-პრი
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 30 წრე; 2. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +0,015; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +5,936; 4. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +8,718; 5. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +9,321...

საერთო ჩათვლა
1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 350 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 260; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 228; 4. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 219; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 176; 6. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - 139; 6. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 139; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 132; 9. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - 109; 1010. ჰიროში აოიამა (იაპ, "ჰონდა") - 98...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული