სებასტიან ლოები უპირატესობას ზრდის

AutoSharing Option
მონტე კარლოში გაგრძელდა კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი. მონაწილეებს ამჯერად ექვსი სპეცმონაკვეთი უნდა გაევლოთ, საერთო დისტანციის სიგრძე 130 კილომეტრს შეადგენდა.

პირველი დღის ლიდერი სებასტიან ლოები ამჯერადაც ყველაზე სწრაფი იყო - მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო ექვსიდან ხუთი სპეცმონაკვეთი და ერთადერთ წაგებულ საშუალედო ფინიშზე ესპანელ დანი სორდოს 2 მეათედი წამით ჩამორჩა. დანარჩენ შემთხვევებში სორდო და პეტერ სოლბერგი საშუალოდ 5-6 წამს აგებდნენ მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონთან.

საბოლოოდ, ორი დღის შემდეგ სებასტიან ლოები წუთსა და 37 წამს უგებს უახლოეს მდევარს, "მინითი" მოასპარეზე დანი სორდოს.
ესპანელთან ახლოს არის სოლბერგი.

პირველ დღეს მონაკოს რალიდან იარი-მატი ლატვალას გამოთიშვის შემდეგ, მეორე დღეს კიდევ ერთი ავარია ვიხილეთ - ამჯერად მანქანა ვერ დაიმორჩილა შარშანდელი ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა სებასტიან ოჟიემ. ის კლდეს დაეჯახა და ფრანგისთვის მონაკოს რალი ნაადრევად დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული