"ოფროუდ რალი" ბაკურიანში

AutoSharing Option
საქართველოს ექსტრემალური სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 26 თებერვალს ბაკურიანში "ოფროუდ რალი" გაიმართება. ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი ექსტრემალები ერთმანეთს "ოფროუდ ტრიალში", თოვლმავლებით რბოლასა და მოტოკროსში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

სამთო თხილამურობა:მხოლოდ ოცდამეხუთე
ავსტრიულ ანაბერგში გუშინ სამთომოთხილამურეებმა მოიყარეს თავი. ისინი სლალომში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მოასპარეზეთა შორის იყო ჯაბა გელაშვილი, რომელმაც 1.46,66-ით ოცდამეხუთე ადგილი დაიკავა. კვარცხლბეკის პირველ-მეორე საფეხურებზე მასპინძლები - მარკ დიგრუბერი (1.36,97) და მანუელ ფელერი (1.37,00) ავიდნენ, მესამე იყო ბრიტანელი დევიდ რიდინგი (1.27,26).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული