ამის მიზეზი ის არის, რომ პოულის მფლობელმა დანი პედროსამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის ბრძოლა.
ტექნიკური პრობლემების გამო ესპანელმა ბოლო ადგილიდან აიღო სტარტი, პირველივე წრეზე ავარიაში მოყვა ("მოინდომა" ექტორ ბარბერამ) და საერთოდ გამოეთიშა თუნდაც ქულათა ზონაში მოხვედრის პრეტენდენტებს.
ამან გზა გაუხსნა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერ ლორენსოს. "იამაჰას" პილოტი მთელი რბოლა ლიდერობდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. მეორე ადგილზე კი გავიდა ვალენტინო როსი, რომელიც ბოლო დროს ვერ ანებივრებს თავის გულშემატკივრებს
რბოლის დასაწყისში კარგად გამოიყურებოდა შტეფან ბრადლი, მაგრამ ის ბრძოლას ჩამოშორდა და მაყურებელი ალვარო ბაუტისტასა და ანდრეა დოვიციოზოს დუელზე გადაერთო. პოდიუმისთვის ბრძოლა ბაუს გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც სამი მეათასედი (!) მოუგო იტალიელს.
სან მარინოს გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 27 წრე; 2. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +4,398; 3. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +6,055; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +6,058; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +7,543; 6. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +13,272...
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 270 წრე; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 232; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 186; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 163; 5. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 122; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 120...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"