დაკარის რბოლაში ლიდერი ისევ შეიცვალა

AutoSharing Option
"დაკარის" მეათე ეტაპი ავტომობილების კლასში მეტად მშვიდი გამოდგა.

რამდენიმე პოდიუმის შემდეგ, როგორც იქნა, პირველი ეტაპი მოიგო წლევანდელ ავტომარათონზე არგენტინელმა ორლანდო ტერანოვამ, რომელმაც ორ წუთზე მეტი მოუგო ხოან "ნანი" რომასა და სტეფან პეტერანსელს, თუმცა ამან არანაირი ცვლილება არ მოიტანა ტოპ-ხუთეულში.

მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ პეტერანსელმა კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა საერთო ჩათვლაში და ახლა უახლოეს მდევარს - ჟინიელ დე ვილიერსს 52 წუთს უგებს.

სხვათა შორის, შესანიშნავი ტემპი აკრიფა ბოლო ეტაპებზე რომამ და თუ ასე გააგრძელა, შესაძლოა, პოდიუმის მესამე საფეხურისთვის გაეჯიბროს რუს
ლეონიდ ნოვიცკის
.

X ეტაპი
1. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, BMW) - 3:57.58; 2. ხოან რომა (ესპანეთი, MINI) - +2.07; 3. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - +2.19; 4. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +5.26; 5. რობი გორდონი (აშშ, Hammer) - +6.51...

საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, Mini) - 28:12.00; 2. ჟინიელ დე ვილიერსი (სამხრეთ აფრიკა, Toyota) - +52.38; 3. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, Mini) - +1:08.40; 4. ხოან რომა (ესპანეთი, MINI) - +1:34.04; 5. ორლანდო ტერანოვა (არგენტინა, BMW) - +1:58.49...

* * *
მოტოციკლების კლასში დღე არ გავა, რომ გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერი არ შეიცვალოს. ამჯერად, ტოპ-ხუთეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა, რომელსაც ასე დიდი ხანი ელოდნენ მოქმედი ჩემპიონის, სირილ დეპრეს თაყვანისმცემლები.

მარათონის მთავარმა ფავორიტმა, როგორც იქნა, ხელთ იგდო ლიდერობა და სავარაუდოდ, მას ფინიშამდე აღარავის დაუთმობს.
საერთოდ, მეათე ეტაპის შემდეგ გამოიკვეთა ორი მთავარი ფავორიტი მოტოციკლების კლასში. დეპრე წუთსა და 37 წამს უგებს რუბენ ფარიას, ხოლო დანარჩენები ამ დუეტს შესამჩნევად ჩამორჩნენ.

რაც შეეხება ეტაპს, ის მოიგო ხოან ბარედა ბორტმა, რომელიც წლევანდელი "დაკარის" ლიდერია მოგებული ეტაპების რაოდენობით. ბარედა ოთხჯერ მივიდა ფინიშთან პირველი.

X ეტაპი
1. ხოან ბარედა ბორტი (ესპანეთი, “ჰუსკვარნა”) - 4:43.14; 2. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - +1.15; 3. პაულო გონკალვეში (არგენტინა, “ჰუსკვარნა”) - +2.44; 4. ხუან პედრერო (ესპანეთი, KTM) - +4.27; 5. კურტ კასელი (აშშ, KTM) - +6.56...

საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (საფრანგეთი, KTM) - 30:47.04; 2. რუბენ ფარია (პორტუგალია, KTM) - +1.37; 3. ფრანსისკო ლოპესი (ჩილე, KTM) - +13.41; 4. ივან იაკეში (სლოვაკეთი, KTM) - +18.21; 5. ალესანდრო ბოტური (იტალია, “ჰუსკვარნა”) - +24.25...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დაკარის ლიდერი მოტომრბოლელთა კლასში, დავიდ კასტრო ძროხას დაეჯახა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული