სხვადასხვა დროს, პაიკ პიკის ბორცვზე რეკორდები ისეთ ცნობილ რალისტებს აქვთ დამყარებული, როგორებიც არიან მიშელ მუტონი, ვალტერ რიორლი, არი ვატანენი, მარკუს გრონჰოლმი და სხვები. ბევრი ამას ვერ ახერხებდა, მაგრამ თუ რეკორდი მაინც მყარდებოდა, როგორც წესი, წინა დროს რამდენიმე წამი აკლდებოდა ხოლმე.
წინა რეკორდის მფლობელი იყო რის მილენი, ამ ტრასაზე მრავალგზის რეკორდსმენის როდ
2013 წელს მოსალოდნელი იყო შედეგების სერიოზულად გაუმჯობესება, რადგან შარშანდელი რბოლის წინ, ღორღიანი მონაკვეთები ასფალტით დაიფარა და პირველად ყველა მანქანა ასფალტის ტრასისთვის მოამზადეს. სტარტზე 143 მონაწილე გავიდა. ისინი დაყოფილნი იყვნენ ავტომობილების 13 და მოტოციკლების 8 კლასად.
მთავარ კატეგორიაში (Unlimited) ფავორიტებად მიიჩნეოდნენ შარშანდელი ტრიუმფატორი რის მილენი გაუმჯობესებული Hyundai Genesis-ით და სებასტიან ლოები სპეციალურად მომზადებული Peugeot 208 T16-ით, რომელსაც 875 ცხენის ძალის ტოლფასი სიმძლავრე აქვს.
საბოლოოდ, რის მილენმა თავისი რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა - ტრასა 9 წუთსა და 2.192 წამში გაიარა, მაგრამ მის სახეზე სიხარული არ ჩანდა. ლოებმა "პეჟოთი" უჩვენა ყველას, რომ თეორიულად, ტრასის გავლა 9 წუთზე ნაკლებ დროში შეიძლება. ლოები 8 წუთსა და 13.878 წამში ჩაეტია - სწორედ ასეთია პაიკს პიკის მთის ახალი რეკორდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სებასტიან ლოების ცხრა ტიტული