რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: "სიტროენის" დუბლი არგენტინაში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე არგენტინაში გაიმართა კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი.

რბოლა უცნაური გამოვიდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ოჟიემ პირველივე დღეს დაკარგა გამარჯვების შანსი, როცა მის "ფოლკსვაგენზე" ძრავა გამოვიდა მწყობრიდან. ფრანგი ოქმში ბოლო ადგილამდე ჩამოქვეითდა, თუმცა არგენტინის რალის ბოლო დღეს დასკვნითი სპეცმონაკვეთი მოიგო და სამი ჩასათვლელი ქულა მოიპოვა.

ეტაპის ტრიუმფატორი კი "სიტროენი" გახდა. კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ბრიტანელმა კრის მიკმა. ბოლოს კლასიკურ რალიში ბრიტანელმა პილოტმა 2002 წელს მოიგო - ეს ლეგენდარულმა შოტლანდიელმა კოლინ მაკრეიმ გააკეთა.

მეორე ადგილზე "სიტროენის" კიდევ ერთი წევრი,
მატს ოსტბერგი გავიდა. ფრანგულმა გუნდმა ბოლოს რალიში გამარჯვება 2013 წელს მოიპოვა, დუბლი კი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონდა შესრულებული.

გენერალურ კლასიფიკაციაში ოჟიე და ოსტბერგი ლიდერობენ. ფრანგის უპირატესობა ნორვეგიელთან 33 ქულას შეადგენს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული