
ოსკარზე ხუთჯერ ნომინირებული მსახიობი "ფორმულა E"-ის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ელექტრომობილების განვითარების განხრით. კომიტეტმა უნდა მოიზიდოს თანხები იმისთვის, რომ დაიწყოს ელექტროძრავებით აღჭურვილი ტრანსპორტის მასობრივი გამოყენება.
"ფორმულა E"-ს შეუძლია გახდეს მძლავრი ინსტრუმენტი ელექტრომობილების შესახებ ადამიანების ცნობიერების შეცვლაში. პირადად მე, ვისურვებდი "ფორმულა E"-ს მანქანის მართვას. შესაძლოა, სულ მალე მიხილოთ ბოლიდის საჭესთან", - განაცხადა დი კაპრიომ.
"ფორმულა E" - საავტომობილო სერიაა, რომელშიც ელექტროძრავებით აღჭურვილი ბოლიდებით ასპარეზობენ. სერია 2012 წელს შეიქმნა და დი კაპრიო ერთ-ერთი
მსახიობი 1998 წლიდან გამოდის გარემოს დამცველად. მას საკუთარი ფონდი აქვს შექმნილი ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"